KA070129350749117
 
   ს  ა  ქ  ა  რ  თ  ვ  ე  ლ  ო  ს
კულტურისა  და  ძეგლთა  დაცვის
მინისტრი

ბრძანება
N03/271

 
21 / სექტემბერი / 2017 წ. ქ.თბილისი

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის N3/181 ბრძანების დანართი N1-ში და დანართი N2-ში ტექნიკური ხარვეზის გამოსწორების თაობაზე

"საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 59- მუხლის თანახმად,

         ვბრძანებ:

1. „ქ. თბილისში არსებული კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ნაგებობებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე" საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 01 ოქტომბრის N3/181 ბრძანების დანართი N1-ში და დანართი N2-ში გასწორდეს ტექნიკური ხარვეზი და შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

დანართი N1-ში შეტანილი რიგითი ნომერი 1603 - მ. წინამძღვრიშვილის ქ. N34 / ვარციხის ქ. N24  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით - მ. წინამძღვრიშვილის ქ. N34 /ზ. ქურდიანის ქ. N24. შესაბამისად, ამავე ბრძანების დანართი N2-ში, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტის/ ძეგლის N010302047 სააღრიცხვო ბარათში შეტანილ იქნას შემდეგი სახის ცვლილება: საქართველო, ქ. თბილისი, წინამძღვრიშვილი მიხეილის ქუჩა N34 / ვარციხის ქუჩა N24 შეიცვალოს შემდეგი რედაქციით: საქართველო, ქ. თბილისი, წინამძღვრიშვილი მიხეილის ქუჩა N34 / ქურდიანი ზაქარიას ქუჩა N24 და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.


2.
დაევალოს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტს ამ ბრძანების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში, ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ობიექტის მონაცემების სამინისტროს ინტერნეტ-გვერდზე ასახვა, ხოლო სსიპ - „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს“ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების სახელმწიფო რეესტრში ცვლილებების შეტანა;


3.
ბრძანება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს მთავრობაში (მისამართი: ქ. თბილისი, პავლე ინგოროყვას ქუჩა N7).

 

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
კახი კანდელაკი