KA070112455400217
 
   ს  ა  ქ  ა  რ  თ  ვ  ე  ლ  ო  ს
კულტურისა  და  ძეგლთა  დაცვის
მინისტრი

ბრძანება
N03/265

 
07 / სექტემბერი / 2017 წ. ქ.თბილისი

ბრძანება საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2008 წლის 16 ივლისის N3/165 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ივლისის N197 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების თანახმად,

 ვბრძანებ:

1.     . ბათუმში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებსაქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2008 წლის 16 ივლისის N3/165  ბრძანების  დანართებში  შეტანილ იქნას შემდეგი სახის ცვლილება:
დანართ N1-ში შეტანილი რიგითი ნომერი 51 „ზუბალაშვილის ქ. N37", ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით - „ზ. გამსახურდიას ქ. N39/ ხულოს ქ. N9“. შესაბამისად, ამავე ბრძანების დანართ N2-ში, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტის/ძეგლის N020102216 სააღრიცხვო ბარათშიშეტანილ იქნას შემდეგი სახის ცვლილება„საქართველო, ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. N37“ შეიცვალოს შემდეგი რედაქციით: „საქართველო, ქ. ბათუმი, ზ. გამსახურდიას ქ. N39/ ხულოს ქ. N9“ და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.

2.    დაევალოს კულტურული მემკვიდრეობის  დეპარტამენტს ამ ბრძანების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში, ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ობიექტის მონაცემების სამინისტროს ინტერნეტ-გვერდზე ასახვა, ხოლო სსიპ - „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსკულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების სახელმწიფო რეესტრში ცვლილებების შეტანა;

3.    
ბრძანება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს მთავრობაში (მისამართი: ქ. თბილისი, პავლე ინგოროყვას ქუჩა N7).

 

 

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
კახი კანდელაკი