KA070157658478217
 
   ს  ა  ქ  ა  რ  თ  ვ  ე  ლ  ო  ს
კულტურისა  და  ძეგლთა  დაცვის
მინისტრი

ბრძანება
N03/257

 
24 / აგვისტო / 2017 წ. ქ.თბილისი

ბრძანება საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2008 წლის 16 ივლისის N3/165 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ივლისის N197 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების თანახმად,

 ვბრძანებ:

1.     „ქ. ბათუმში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2008 წლის 16 ივლისის N3/165  ბრძანების  დანართებში  შეტანილ იქნას შემდეგი სახის ცვლილება:

დანართ N1-ში შეტანილი 
რიგითი ნომერი 14 „ზ. გამსახურდიას ქ. N20\22\18 / ჟორდანიას ქ. N15", ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით - ჟორდანიას  ქ. N15 / ზ. გამსახურდიას ქ. N18/20".  შესაბამისად, ამავე ბრძანების დანართ N2-ში, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტის / ძეგლის N020102047 სააღრიცხვო ბარათშიშეტანილ იქნას შემდეგი სახის ცვლილება: „საქართველო, ქ. ბათუმი, ზ. გამსახურდიას ქ. N 20\22\18 /ჟორდანიას ქ. N15“ შეიცვალოს შემდეგი რედაქციით: „საქართველო, ქ. ბათუმი, ჟორდანიას ქ. N15/ზ. გამსახურდიას ქ. N18/20“ და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.

2.    დაევალოს კულტურული მემკვიდრეობის  დეპარტამენტს ამ ბრძანების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში, ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ობიექტის მონაცემების სამინისტროს ინტერნეტ-გვერდზე ასახვა, ხოლო სსიპ - „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს“ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების სახელმწიფო რეესტრში ცვლილებების შეტანა;

3.     ბრძანება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს მთავრობაში (მისამართი: ქ. თბილისი, პავლე ინგოროყვას ქუჩა N7).

 

მინისტრი
მიხეილ გიორგაძე