Eng ქარ
  • სიახლე
  • განცხადებები
  • ჩვენ შესახებ
    • სტრუქტურა
    • სამინისტროს დებულება
    • პრიორიტეტები
    • ვაკანსიები
    • სამართლებრივი აქტები
    • ინსტიტუციები (სსიპ)
    • ფოტოგალერეა
  • საჯარო ინფორმაცია
  • ბმულები
  • კონტაქტი
  • წლიური ანგარიში

რეგიონული პროგრამები

  1. „დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში სახელოვნებო სკოლების ფუნქციონირების ხელშეწყობა"- პროექტი ეხება დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში, საჯარო სკოლების ბაზაზე ჩამოყალიბებულ 12 სახელოვნებო სკოლაში 79 დევნილი პედაგოგის დასაქმებისა და ხელოვნების სხვადასხვა სფეროებში დევნილი ბავშვების სწავლების ხელშეწყობას. პროექტი ხორციელდება 2013 წლიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია, განათლება მისცეს დევნილ ბავშვებს ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებით, რათა მათ საშუალება ქონდეთ მოახდინონ საკუთარი თავის რეალიზაცია ამ მიმართულებით.
        • გახსნილია 12 სკოლა: გორი, წეროვანი, მეტეხი, შაუმიანი, კოდა, თელიანი,         შავშვები, სკრა, კარალეთი, ხაშური, მოხისი, ახალსოფელი.
        • დასაქმებულია 69 პედაგოგი
        • სწავლობს 700 - მდე მოსწავლე
        • სკოლებში ფუნქციონირებს სხვადასხვა წრეები: თექა, კერამიკა, ხატვა, ქსოვა,       ხალხური საკრავები და სხვა.
        • სასწავლო პროცესი გრძელდება თებერვლიდან ნოემბრის ჩათვლით

    შემსრულებელი: საქველმოქმედო ფონდი „ხელოვანები თანადგომისათვის“
        
  2. „ოტია იოსელიანის სახელობის საკვირაო სკოლა„- პროექტი ხელს შეუწყობს წყალტუბოს მოსახლეობისთვის კულტურის სფეროში არაფორმალური განათლების მიღებას. ქართული ხელოვნებისა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას. 
        • აღნიშნულ სკოლაში დასაქმებულია 11 პედაგოგი; 
        • სკოლაში ფუნქციონირებს სხვადასხვა სექციები: ლიტერატურულ -                   თეატრალური, მხარეთმცოდნეობის, ხელოვნებათმცოდნეობის,                     ფოტოხელოვნების, თეტრალური მხატვრობის, მოდელირების და სხვ.
        • სასწავლო პროცესი გრძელდება თებერვლიდან ნოემბრის ჩათვლით
        • წლის განმავლობაში ჩართულია 200-მდე მოსწავლე                                                                                                   შემსრულებელი: ააიპ „ოტია იოსელიანის საზოგადოება“.                                           
  3. „ძმები ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი“ ("Fest I Nova")- არტ-ვილა გარიყულა 2009 წლიდან ძმებ ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს - ,,ფესტინოვას“ ატარებს, რომელიც ქართულ მხატვრობას საერთაშორისო არტ-პროცესების მონაწილედ ხდის და ადგილობრივ არტისტებს ფართე საკომუნიკაციო ქსელის შექმნაში ეხმარება. ამასთან ერთად, არტ-ვილის პროექტები კასპის რაიონის კულტურულ და ეკონომიკურ განვითარებას უწყობს ხელს და კულტურის დეცენტრაციზაციის პროცესს განაპირობებს.                                         
    დამდეგი ორი წლის განმავლობაში არტ-ვილა ,,გარიყულა“ მუდმივმოქმედი საგამოფენო ცენტრის შექმნას გეგმავს, რომლის პროექტზე წლევანდელი ფესტივალის მონაწილე ამერიკელი არქიტექტორი, გრეგ ფლეიშმანი მუშაობს.
    მიმდინარე ფესტივალის ფარგლებში კასპის რაიონში აღდგა ე.წ. ,,თარხნიაანთ მარანი“, წერეთლების ყოფილ სასახლეში განთავსდა ბიბლიოთეკა, აღდგა კერამიკული სახელოსნო და სხვ.
                                                                         შემსრულებელი - ააიპ ,,შიდა ქართლის კულტურული მემკვიდრეობის  აღორძინებისა და განვითარების ფონდი“                                                                                                                               ლოკაცია - სოფ. ახალქალაქი. კასპის რ-ნი, არტ-ვილა ,,გარიყულა".                                                                                                   განხორციელების პერიოდი - აპრილი-ოქტომბერი 2017 წ.                            
  4. „სახალხო ფესტივალი არტგენი 2017“- პროექტის ფარგლებში წლების განმავლობაში იმართება ექსპედიციები, კონცერტები, გამოფენები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. დასკვნითი ნაწილი, ტრადიციისამებრ, ტარდება თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ივლისის თვეში. ქართული ტრადიციული ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით, ფესტივალში მონაწილეობას ღებულობენ, საქართველოს რეგიონების ფოლკლორული და ტრადიციული გამოყენებითი ხელოვნების ოსტატები, ასევე, უცხოელი შემსრულებლები. ყოველწლიურად ფესტივალს ესწრება ათასობით დამთვალიერებელი და მონაწილე.                                                                                                                     შემსრულებელი - ააიპ ,,არტ გენი“                                                                                                                           დასკვნითი ღონისძიებები: ქ. თბილისი. ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორია 17-23 ივლისი
                                                                                                             
  5. „ცოცხალი წიგნები“- აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს საქართველოს სხვადასხვა სოფლების და ქალაქების საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკებსა და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებში თანამედროვე მწერლებისა და ხელოვანების მობილური ჯგუფების შესვლას. საერთაშორისო მიმართულებით ეს პროექტი ხელს უწყობს ქართველი ავტორების მონაწილეობას სხვადასხვა საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალებში და მთარგმნელობით ვორკშოპებში, ასევე თანამედროვე ქართველი მწერლების, ლიტერატურის, წიგნის პოპულარიზაციას მთელ საქართველოში და საზღვარგარეთის ქვეყნებში. 
                                                                                        შემსრულებელი: ააიპ „პოეზიის მეგობართა კლუბი“
                                                                                        პროექტის განხორციელების ვადა: 2017 წლის აპრილი -ნოემბერი.
                                
  6. ,,რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი 2017“- 
    ფესტივალის ჩატარება ხელს შეუწყობს რეგიონული თეატრების გააქტიურებას,  პროფესიულ გაზრდას. ათი დღის მანძილზე ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ადგილობრივი რეგიონული სახელმწიფო სტატუსის მქონე ყველა თეატრალური კოლექტივი, ასევე უცხოეთიდან მოწვეული თეატრალური დასები. ფესტივალზე მოწვეულნი იქნებიან სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალის დირექტორები და პროდუსერები, ასევე ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება მასტერ-კლასები და სემინარები. რეგიონში თეატრალური ფესტივალის ჩატარება ხელს შეუწყობს ქალაქის კულტურული და ტურისტული ცხოვრების განვითარებას.
    პროექტი ხორციელდება 2015 წლიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
                                                                                        შემსრულებელი: ააიპ „კულტურულ-საგანამანათლებლო ფონდი დღეს“                                                                                        პროექტის განხორციელების ვადა: 2017 წლის 1-31 ივლისი
                                  
  7. XII საერთაშორისო ფესტივალი ,,აღდგომიდან ამაღლებამდე”- ფესტივალი ეძღვნება საქართველოს პატრიარქის აღსაყდრების 40 წლისთავის იუბილეს. პროექტის ფარგლებში შედგება 9 კონცერტი (5 თბილისში და 4 რეგიონში), წიგნის პრეზენტაცია და მოქანდაკის გიორგი თექთურმანიძის ნამუშევრების გამოფენა. პროექტში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ასევე უცხოეთიდან მოწვეული შემსრულებლები. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ქართული საშემსრულებლო ხელოვნების პოპულარიზაციას და ზოგადად, ახალგაზრდების დაინტერესებას კლასიკური მუსიკით.                                                                                                                                   შემსრულებელი: ააიპ „არტ- პლიუსი“
                                                  
    პროექტის განხორციელების ვადა: დასკვნითი კონცერტი ბათუმში 25 მაისს
                                
  8. ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“- პროექტის მიზანია, საქართველოს რეგიონებში ანიმაციის პოპულარიზაცია, მისი განვითარება, ახალგაზრდა თაობის კულტურულ პროცესებში ჩართულობის ხელშეწყობა.
    ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა 11 ღონისძიება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. საერთაშორისო ფესტივალი დაარსდა 2009 წელს ქ. ბათუმში. 2013 წლიდან ფესტივალი უფრო მრავალფეროვანი გახდა. მის ფარგლებში ტარდება გასართობი კოსტუმირებული მსვლელობები, სახალისო და წამახალისებელი კონკურსები, ეწყობა ვორქშოპები. ანიმაციური ეტიუდების შექმნის მიზნით, ტარდება მასტერკლასები და შეხვედრები ფილმების ავტორებთან. ყოველწლიურად ფესტივალს ესწრება ასობით დამთვალიერებელი და მონაწილე.                                                                                                     შემსრულებელი „ააიპ „პერსონაჟი“

    პროექტის განხორციელების ვადაა 2017 წლის აპრილი-ივლისი.                                                                                                       დასკვნითი ღონისძიება: ბათუმი​                                                                                                                                                 
  9. ბათუმის მუსიკალური ფესტივალი- ახალგაზრდა ნიჭიერი პიანისტების აღმოჩენა და მათი ხელშეწყობა.ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება მასტერკლასები ახალგაზრდა ნიჭიერი ბავშვებისათვის საფორტეპიანო ტექნიკასა და ინოვაციურ მეთოდებზე.
     
    შემსრულებელი: ააიპ ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდი ,,ლირა"                   
    ჩატარების დრო: 2-8 სექტემბერი
           
  10. ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალი- მოხდება ხალხური რეწვი სპეციალისტებისა და მათი ნამუშევრების პოპულარიზაცია ადგილობრივ და უცხოურ ბაზარზე                                                                                      
  11. კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალი ,,ოქროს თვალი"- ფესტივალი ხელს შეუწყობს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, მაუწყებლობის ხარისხის ამაღლებას და საერთაშორისო ნორმებთან დაახლოებას, კინო და სატელევიზიო სფეროში მომუშავე ადამიანების პროფესიულ ზრდასა და განვითარებას                                                                           
  12. შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი- ფესტივალი ხელს შეუწყობს ჯაზის პოპულარიზაციას საქართველოში და ტურიზმის მდგრად განვითარებას                                         
  13. კავკაზ ჯაზ ფესტივალი- ფესტივალი ხელს შეუწყობს ჯაზის პოპულარიზაციას; ახალგაზრდა და გამოცდილი შემსრულებლების კონცერტებითა და მასტერკლასების საშუალებით კულტურული დიალოგის გაღრმავებას                                                                                                   
  14. ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ,,ნიქოზი"- მაღალი მხატვრული ღირებულებების მქონე ანიმაციური ფილმების დემონსტრირება, შეხვედრები ამ სფეროს გამორჩეულ წარმომადგენლებთან, ცნობილი რეჟისორების მასტერკლასების მოწყობა, სადაც ქართველ ანიმატორებს საშუალება ექნებათ გაეცნონ სიახლეებს და განსხვავებულ მეთოდებს. ქართული ანიმაციის პოპულარიზაცია.                                                                               
  15. ფესტივალი ,,ღამის სერენადები"- კლასიკური მუსიკის მაღალი დონის მუსიკოსების კონცერტები ქ. თელავსა და თბილისში. ფესტივალი საქართველოში კლასიკური მუსიკის განვითარებასა და პოპულარიზაციას ემსახურება.                                  
  16. საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი "BIAFF"- ფესტივალს ყავს საპატიო ქართველი და უცხოელი კინოს მნიშვნელოვანი წარმომადგენლები. ტარდება სხვადასხვა კონკურსები, შეხვედრები, მასტერკლასები და ვორქშოპები.            
  17. საქართველოს სამუსიკო სკოლების მოსწავლეთა რეგიონალური კონკურსი- კონკურსი ხელს შეუწყობს რეგიონებში მუსიკის სწავლების დონის ამაღლებას, ნიჭიერი მოზარდების წარმოჩენას, კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას, პედაგოგების სტიმულირებასა და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას.                                                                                   
  18. წყალტუბოს ხელოვნების ფესტივალი- ფესტივალი შედგება სხვადასხვა აქტივობებისგან. როგორიცაა¨გამოფენები, პერფომანსები. ვორქშოპები და მასტერკლასები. დედაქალაქში მოღვაწე ცნობილი ხელოვანები უცხოელ სპეციალისტებთან ერთად სტუმრობენ წყალტუბოს და მონაწილეობას ღებულობენ ფესტივალში. ასევე ეცნობიან რეგიონის ტურისტულ ადგილებს.                        
  19. ერთჯერადი ვაუჩერი საქართველოს ბიბლიოთეკებისათვის - რეგიონების 65 ბიბლიოთეკის ფონდები შეივსება ახალი გამოცემებით                                                       
  20. რეგიონების პროფესიული თეატრების ხელშეწყობა სადადგმო  და/ან  საგასტროლო ხარჯებით - ქვეყნის მასშტაბით ხელი შეეწყობა 19 რეგიონული პროფესიული თეატრის შემოქმედებით საქმიანობას                                        
  21. მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში - გამოჩენილი ქართველი პიანისტის ელისო ვირსალაძის ხელმძღვანელობით, მსოფლიოში აღიარებული მუსიკოს-შემსრულებელთა მონაწილეობით, თელავში, შემოდგომაზე, ტრადიციულად გაიმართება საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი                                  
  22. პროექტი „კინო სკოლაში" - საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლებში მოეწყობა კინოჩვენებები, კინემატოგრაფისტების მონაწილეობით მოსწავლეეებთან გაიმართება საუბრები კინოხელოვნებაზე                                             
  23. კონკურსი „თბილისსა და რეგიონებში გამოფენების ხელშეწყობა“ - კონკურსის შედეგად საქართველოს რეგიონებში გაიმართება ქართველ მხატვართა ჯუფური გამოფენები                                                                           
  24. კონკურსი - საქართველოს ცენტრსა და რეგიონებში ეთნიკურ უმცირესობათა შემოქმედებითი აქტივობების (გამოფენა, კონცერტი, საღამო) მხარდაჭერა - საქართველოს რეგიონებში, სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთა მონაწილეობით შედგება, რვა ღონისძიება                                                                                                                            
  25. განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა მონაწილეობით, საქართველოს 3 რეგიონში, შედგება ინტეგრირებული ტიპის ღონისძიება                                   
  26. პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო" (ნინოწმინდა, ბოლნისი, მარნეული, ახალცციხე, ახალქალაქი, გარდაბანი, პანკისის ხეობა) - ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა კულტურულ პროცესებში ინტეგრირების მიზნით ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში გაიმართება სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიება: კონცერტები, გამოფენები, კინოჩვენებები, გამოცემების პრეზენტაციები, შეხვედრები ხელოვანებთან.                           
  27. პროექტი „შემოსაზღვრე საქართველო“ - შიდა ქართლის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონებში, ადმინისტრაციული საზღვრის გამყოფ ხაზთან მიმდებარე სოფლებში, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის კულტურული მომსახურების მიზნით, გაიმართება სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიება


 

 რეგიონის მუზეუმებში 2012-17 წ.წ. განხორციელებული პროექტები

   
      2012
  1. ქუთაისის ისტორიული მუზეუმის ახალი შენობისთვის აბრის დამზადება
  2. ლაგოდეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფონდსაცავის სარეაბილიტაციო სამუშაოები
  3. ვაჟა –ფშაველას სახლ-მუზეუმში ელგაყვანილობის მოწესრიგება
  4. მარტვილის მხარემცოდნეობის მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზის რეაბილიტაცია
  5. სსიპ -ილია ჭავჭავაძის ყვარელის სახელმწიფო, სსიპ -გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეებისა და საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმში დაცვის ოთახებში გაზგაყვანილობის მოწესრიგება  
  6. სსიპ ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმისა და სსიპ -ქუთაისის ისტორიული მუზეუმის  კომპიუტერული ტექნიკით უზრუნველყოფა
  7. ცაგერის ისტორიული მუზეუმი - ლეჩხუმის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი - რეაბილიტაცია ჩაუტარდა საგამოფენო დარბაზებს, მოეწყო ექსპოზიცია, მოწესრიგდა ფონდები, გამოიცა გზამკვლევი - „ცაგერის ისტორიული მუზეუმი“
 
      2013
  1. სსიპ  - „იაკობ  გოგებაშვილის სახლ- მუზეუმის“ შენობის გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება
  2. ა(ა)იპ - ,, ოზურგეთის  ისტორიული მუზეუმი“ -ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე ვიზიტორთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით მუზეუმის ინფრასტრუქტურის მოწყობა
  3. სსიპ - „ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის “- მიწისქვეშა სართულზე სავენტილაციო სისტემის მოწყობის სამუშაოების უზრუნველყოფა
  4. ა(ა)იპ - „ლ. მუსელიანის სახ. ლენტეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის“  - საგამოფენო დარბაზების რეაბილიტაცია
  5. ა(ა)იპ - „ ვ. მახარობლიძის სახ. ცაგერის ისტორიული მუზეუმის"-ფილიალის - ცხეთა - დეხვირის მუზეუმ-ნაკრძალის მთავარი ციხის ტერიტორიის შემოღობვა
 
      2014
  1. ა(ა)იპ- „ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი“ -კატალოგის გამოცემა
  2. მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფენო დარბაზების რეაბილიტაცია.
  3. სოფელ ქვიშხეთში დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო პროექტის მომზადების დაფინანსება

     2015
  1. სსიპ - „ ქუთაისის ისტორიული მუზეუმი"- საგამოფენო დარბაზებში ტემპერატურული რეჟიმის უზრუნველყოფის
  2. სსიპ - „აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმის კომპლექსი შემავალი „ დედისეული სახლის (სასტუმრო სახლი) რეაბილიტაცია
  3. სსიპ - „ ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმი“ - საგამოფენო დარბაზების ჭერის სარემონტო სამუშაოები
  4. სსიპ - „საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმი“ - შენობის მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები
  5. სსიპ - „ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმი“- საგამოფენო სივრცისა და ფონდსაცავის კონდიცირება
  6. სსიპ - „დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი“ -დადიანების საგვარეულო ბიბლიოთეკისთვის კარადების დამზადება
  7. ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმის გზის მაჩვენებელის დამზადება- დადგმა
  8. სსიოპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ახალციხის მუზეუმში გამოფენის „სინთეზური ხელოვნება-მხატვრის წიგნი „ვეფხისტყაოსანი“, მოწყობა

      2016
 
  1. აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმის საგამოფენო დარბაზის რეაბილიტაცია (2015 წელს აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 წლის იუბილეს ფარგლებში, დაიწყო მუზეუმის კომპლექსში შემავალი 1991 წლის მიწისძვრით დაზიანებული საგამოფენო დარბაზის რეაბილიტაცია, რაც დასრულდა 2016 წელს. პროექტის ფარგლებში განხორციელდა საგამოფენო დარბაზის სრული რეაბილიტაცია, აღჭურვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით, მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, ახალი ექსპოზიციის მოწყობა)
  2. ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია და ეზოს კეთილმოწყობა
 
     2017
  1. დაგეგმილია სსიპ - ,,ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმის“ შენობის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტის მომზადება
  2. განხორციელდა - სსიპ მუზეუმებისთვის ტექნიკის შეძენა საქართველოს მუზეუმების კოლექციების საინფორმაციო სისტემის - egmc.gov.ge - დანერგვის მიზნით (ივანე მაჩაბლის სახლ-მუზეუმი, ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმი",სსიპ - "აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმი" ,ნიკო ნიკოლაძის სახლ- მუზეუმი , გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმი, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი , ი. ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმი, ვაჟა-ფშაველას სახლ- მუზეუმი. დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმი, იაკობ გოგებაშვილის სახლ- მუზეუმი, თელავის ისტორიული მუზეუმი )     
 
  • 2009 წლიდან სამიონისტრო სამხატვრო აკადემიასთან თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს საქართველოს მუზეუმებში დაცული ექსპონატების რესტავრაცია-კონსერვაცია, რაც ითვალისწინებს ქვეყნის სხვადასხვა მუზეუმებში დაცული ექსპონატების სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოებს. დღემდე, სამინისტროს დაფინანსებით, პროგრამის ფარგლებში რესტავრირებულია 2500-ზე მეტი ექსპონატი. მიმდინარე წელს დაგეგმილია 250-ზე მეტი ექსპონატის რესტავრაცია
 
 
  • სამინისტროს ინიციატივით 2015 წელს დაიწყო და 2016 წელს დასრულდა პროექტის „საქართველოს მუზეუმების კოლექციების საინფორმაციო სისტემის (egmc.gov.ge)) შექმნა. პროექტის მიზანია სამუზეუმო ფასეულობათა აღრიცხვისა და მართვის მოქნილი, ერთიანი სისტემის შექმნა, ბაზაში არსებული სისტემატიზებული მონაცემებიხ ხელმისაწვდომობა. მომზადდა სამუზეუმო ექსპონატის რეგისტრაციის ფორმა (რაც მოიცავს დეტალურ ინფორმაციას ექსპონატის შესახებ ფოტომასალის ჩათვლით), სამუზეუმო ფასეულობათა აღრიცხვის სისტემის ადმინისტრირების, მუზეუმების და სხვა სტრუქტურების აღრიცხვის, სისტემისთვის საჭირო ცნობარების გრაფიკული გამოსახულებები, სარეგისტრაციო პასპორტის კითხვარი, რომელიც შედგება 246 ველისგან. 2016 წელს დაიწყო პროგრამის ტესტირება წინასწარ შერჩეულ მუზეუმებში. მიმდინარე წელს დასრულდება ყველა სსიპ მუზეუმის ჩართვა აღნიშნულ სისტემაში. გარდა ამისა, აჭარის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს თხოვნით, აჭარის ა/რ მუზეუმებში 2017 წელს სისტემის დანერგვის მიზნით, ჩატარდება ტრენინგები, ხოლო 2018 წლიდან სისტემა ეტაპობრივად დაინერგება მუნიციპალურ მუზეუმებშიც. 





 
             
facebooktwitteryoutube
 

MSY-Banner.png
შემოქმედებითი საქართველო
123.png
   

Events Calendar

Previous monthიანვარი 2021Next month
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567
© ყველა უფლება დაცულია

 

ცხელი ხაზი: 1406
mc@culture.gov.ge