Eng ქარ
  • სიახლე
  • განცხადებები
  • ჩვენ შესახებ
    • სტრუქტურა
    • სამინისტროს დებულება
    • პრიორიტეტები
    • ვაკანსიები
    • სამართლებრივი აქტები
    • ინსტიტუციები (სსიპ)
    • ფოტოგალერეა
  • საჯარო ინფორმაცია
  • ბმულები
  • კონტაქტი
  • წლიური ანგარიში
სიახლე > ვიზიტი ისრაელში - შეხვედრა აშდოდის ვიცე-მერთან

ვიზიტი ისრაელში - შეხვედრა აშდოდის ვიცე-მერთან

09.12.2016 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი და მინისტრის მრჩეველი ქეთევან დუმბაძე სამუშაო ვიზიტით ისრაელში იმყოფებიან. 

8 დეკემბერს, აშდოდში, ქართულ დელეგაციას ქალაქის ვიცე-მერმა მოშე ბოთერაშვილმა უმასპინძლა. შეხვედრას აშდოდში მცხოვრები ქართველი ებრაელები ესწრებოდნენ.

იხილეთ ფოტოგალერეა

მოშე ბოთერაშვილის ინიციატივით, ქალაქ აშდოდში აშენდა ქართველ ებრაელთა კულტურის ცენტრი, რომელიც თავის თავში ქართველ ებრაელთა ისტორიის მუზეუმსაც მოიაზრებს. 

მანანა ბერიკაშვილმა ვიცე-მერს მუზეუმისთვის უსახსოვრა პირველი საჩუქრები: ივრითულ ენაზე თარგმნილი „ ვეფხისტყაოსანი“, მხატვარ ქეთევან მატაბელის ფოლიანტები და კულტურის სამინისტროს მიერ „ვეფხისტყაოსნის“ თემატიკაზე გამოცემული წიგნები.

ქართული დელეგაციის ისრაელში ვიზიტი შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს უკავშირდება; ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში, ამ თარიღისადმი მიძღვნილი არაერთი ღონისძიება გაიმართება.
facebooktwitteryoutube
 

MSY-Banner.png
შემოქმედებითი საქართველო
123.png
   

Events Calendar

Previous monthდეკემბერი 2016Next month
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
28 29 30 123 4
5 6 7 8 9 10 11
1213 14 15 16 1718
19 20 21 22 23 2425
26 27 28 29 30 311
23456 78

© ყველა უფლება დაცულია

 

ცხელი ხაზი: 1406
info@culture.gov.ge