Eng ქარ
  • სიახლე
  • განცხადებები
  • ჩვენ შესახებ
    • სტრუქტურა
    • სამინისტროს დებულება
    • პრიორიტეტები
    • ვაკანსიები
    • სამართლებრივი აქტები
    • ინსტიტუციები (სსიპ)
    • ფოტოგალერეა
  • საჯარო ინფორმაცია
  • ბმულები
  • კონტაქტი
  • წლიური ანგარიში
სიახლე > ვაჟა მანიას კვარტეტი ნიუ-იორკის საერთაშორისო ჯაზ-კონკურსის ფინალშია

ვაჟა მანიას კვარტეტი ნიუ-იორკის საერთაშორისო ჯაზ-კონკურსის ფინალშია

01.02.2017

ნიუ-იორკის საერთაშორისო ჯაზ კონკურსის "MADE IN NEW YORK JAZZ COMPETITION" ფინალისტების ვინაობა ცნობილია.

“ვაჟა მანიას კვარტეტი” (ვაჟა მანია (ვოკალი), პაპუნა შარიქაძე (ფორტეპიანო), გიორგი კაპანაძე (დასარტყამი ინსტრუმენტი) და გიორგი კიკნაძე (კონტრაბასი) იმ შემსრულებელთა  შორის მოხვდა, რომელთაც ყველაზე მეტი ხმა დააგროვეს.

წელს კონკურსის ჟიურის წევრები "LENNY WHITE", "RANDY BRECKER" და "MIKE STERN" პრესტიული მუსიკალური ჯილდოს- "გრემის" მფლობელი და მრავალგზის ნომინანტები არიან. ახლა სწორედ მათ უნდა გადაწყვიტონ ვინ გახდება კონკურსის გამარჯვებული. შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
 
"MADE IN NEW YORK JAZZ COMPETITION" ჯერ მხოლოდ 3 წელია, რაც მსოფლიო მუსიკალურ პლატფორმაზე გამოჩნდა და მის ანგარიშზე უკვე 2,5 მილიონი ატვირთული ვიდეო, 30 000 დარეგისტრირებული ჯაზ მუსიკოსი და კონკურსის ათეულობით მონაწილეა მსოფლიოს 55 ქვეყნიდან.

ყოველწლიურად მსმენელების და ჟიურის წევრების ხმების დაჯამების შედეგად ვლინდება სამი გამარჯვებული, რომელთაც სხვადასხვა ჯილდოს მოპოვების გარდა შესაძლებლობა ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ გალა-კონცერტში, რომელიც ტრადიციულად მაისის ბოლოს ნიუ იორკში "TRIBECA PERFORMING ARTS CENTER"-ში იმართება. შემდგომ "MADE IN NEW YORK JAZZ FESTIVAL" მოგზაურობას იწყებს სხვადასხვა ქვეყნებში.
 
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ვაჟა მანია და პაპუნა შარიქაძე ბერკლის სამუსიკო კოლეჯის ბაკალავრიატის სტუდენტები არიან.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინიტრომ 2013 წლიდან 2016 წლის ჩასთვლით 98 ახალგაზრდას დაუფინანსა უცხოეთში სწავლა. მათ შორის არიან თეატრის, კინოს, მუსიკის და კულტურის სხვადასხვა სფეროს მიმართულებით მომუშავე ახალგაზრდა ხელოვანები.

დამატებითი ბმულები:
ჟიურის წევრების მიმართვა კონკურსის მონაწილეებს:
https://vimeo.com/55610135/48e8da557b
https://vimeo.com/user15264676/review/55610182/747267dd21
Vaja Mania Quartet: http://madeinnyjazz.com/vaja_mania_quartet_2/

facebooktwitteryoutube
 

MSY-Banner.png
შემოქმედებითი საქართველო
123.png
   

Events Calendar

Previous monthთებერვალი 2017Next month
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
30 31 1 2 3 4 5
678 910 1112
131415 1617 1819
20 21 2223242526
272812 345
6 7 89 101112

© ყველა უფლება დაცულია

 

ცხელი ხაზი: 1406
mc@culture.gov.ge