უკრაინული კინოს ფესტივალი „უკრაინა ფოკუსში“
26.04.2018
26-29 აპრილს, კინოთეატრი „ამირანი“ უმასპინძლებს უკრაინული კინოს ფესტივალს „უკრაინა ფოკუსში“. ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა თანამედროვე უკრაინული ფილმების უფასო ჩვენებები ინგლისური და ქართული სუბტიტრებით.
ფესტივალი „უკრაინა ფოკუსში“ 26 აპრილს, 20:00 საათზე, რეჟისორ პიტერ ბობჟაკის ფილმის “ზღვარი” ჩვენებით გაიხსნება. ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება შემდეგი კინოფილმები: „კიბორგები“ და „სხვისი ლოცვა“ (მხატვრული ფილმი, რეჟისორი ახტემ საიტაბლაევი, 2017 წელი), “ზღვარი” (მხატვრული ფილმი, რეჟისორი პიტერ ბობჟაკი, 2017 წელი). კინოკომედია „ძიძიო კონტრაბასი“ (რეჟისორი ოლეჰ ბორშჩევსკი, 2017 წელი).
28 აპრილს 20:00 საათზე, წარმოდგენილი იქნება ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული ნამუშევრები - „დამოუკიდებლობის დღე“ (რეჟისორი ტონია ნოიაბრევა, 2017 წელი), „გამოშვება ‘97“ (რეჟისორი პავლო ოსტრიკოვი, 2017 წელი), „ჩამოცვენილი ფოთლები“ (რეჟისორი მაშა კონდაკოვა, 2014 წელი), „იასამნისფერი“ (რეჟისორი კატერინა გორნოსტაი, 2017 წელი).
ფესტივალის ფარგლებში, სპეციალურად ბავშვებისთვის მოეწყობა თანამედროვე მხატვრული ფილმის, „ციხე-სიმაგრე“ (რეჟისორი იური კოვალიოვი, 2016) ჩვენება.
ფესტივალი კომპანია FX Film Georgia და JS Films ორგანიზებითა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, კინოს საკითხებში უკრაინის სახელმწიფო სააგენტოს, საქართველოში უკრაინის საელჩოს, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის, ოდესის საერთაშორისო კონოფესტივალის, ასევე კომპანია Solar Media Entertament მხარდაჭერით იმართება.
დამატებითი ინფორმაცია ფესტივალის პროფრამისა და ჩვენებების შესახებ იხილეთ ფესტივალის ფეისბუქ გვერდზე:
https://www.facebook.com/ UFFUkraineinfocus/