Eng ქარ
  • სიახლე
  • განცხადებები
  • ჩვენ შესახებ
    • სტრუქტურა
    • სამინისტროს დებულება
    • პრიორიტეტები
    • ვაკანსიები
    • სამართლებრივი აქტები
    • ინსტიტუციები (სსიპ)
    • ფოტოგალერეა
  • საჯარო ინფორმაცია
  • ბმულები
  • კონტაქტი
  • წლიური ანგარიში
სიახლე > თეატრალური პრემია „დურუჯი 2016“ დაჯილდოება

თეატრალური პრემია „დურუჯი 2016“ დაჯილდოება

27.12.2016 27 დეკემბერს, კულტურის სამინისტროში რიგით VIII თეატრალური პრემიის „დურუჯი“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

იხილეთ ფოტოგალერეა

საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევრისთვის, ჯილდო დავით საყვარელიძეს, სპექტაკლისთვის „ლისისტრატე“ გადაეცა.

საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესის ავტორად ლაშა ბუღაძე დასახელდა („ლისისტრატე“).

საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში, კი ნინო კასრაძემ გაიმარჯვა („ლისისტრატე“).

საუკეთესო მსახიობი მამაკაცის როლის შესრულებისთვის ჯილდო წელს გიორგი გლოველს გადაეცა („იხვებზე ნადირობა“).

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი, ახალგაზრდა რეჟისორს ავთანდილ დიასამიძეს გადაეცა. 10000 ლარს ახალგაზრდა რეჟისორი 2017 წლის სეზონზე სპექტაკლის დასადგმელად მიიღებს.

„დურუჯი“- პირველი დამოუკიდებელი თეატრალური პრემიაა, რომელიც საქველმოქმედო ფონდის „ცისკარი“ და „რედიქს ჯგუფის“ ორგანიზებით უკვე მე-8 წელია იმართება.

2016 წელს, ჯამში 20 თეატრის 33 განაცხადი იქნა შემოტანილი. 7 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური ნომინირებულ სპექტაკლებს 3 თვის განმავლობაში აფასებდა, რის შედეგადაც შეირჩა მეორე ტურში მონაწილე 21 ნომინანტი.

„დურუჯი 2016“ გაიცემა შემდეგ ნომინაციებში:
• საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი - პრემიის ოდენობა შეადგენს 14 000 ლარს;
• საუკეთესო მსახიობი ქალი – პრემიის ოდენობა შეადგენს 2 000 ლარს;
• საუკეთესო მსახიობი მამაკაცი– პრემიის ოდენობა შეადგენს 2 000 ლარს;
• საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესის ავტორი– პრემიის ოდენობა შეადგენს 2000 ლარს;
• საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორი– გადაეცემა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი 10 000 ლარის ოდენობით მომავალ, 2017წლის სეზონზე სპექტაკლის დასადგმელად.
facebooktwitteryoutube
 

MSY-Banner.png
შემოქმედებითი საქართველო
123.png
   

Events Calendar

Previous monthდეკემბერი 2016Next month
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
28 29 30 123 4
5 6 7 8 9 10 11
1213 14 15 16 1718
19 20 21 22 23 2425
26 27 28 29 30 311
23456 78

© ყველა უფლება დაცულია

 

ცხელი ხაზი: 1406
mc@culture.gov.ge