Eng ქარ
  • სიახლე
  • განცხადებები
  • ჩვენ შესახებ
    • სტრუქტურა
    • სამინისტროს დებულება
    • პრიორიტეტები
    • ვაკანსიები
    • სამართლებრივი აქტები
    • ინსტიტუციები (სსიპ)
    • ფოტოგალერეა
  • საჯარო ინფორმაცია
  • ბმულები
  • კონტაქტი
  • წლიური ანგარიში
სიახლე > თბილისის მესამე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი

თბილისის მესამე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი

29.05.2017 29 მაისს, 18:00 საათზე, მწერალთა სახლში თბილისის მესამე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნება, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება. 
 
თბილისის მესამე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი მწერალთა სახლის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით 29 მაისიდან 2 ივნისამდე გაგრძელდება.
 
მესამე საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში თბილისს ეწვევა 23 ავტორი 17 ქვეყნიდან. ფესტივალის პროგრამა მოიცავს პოეზიის საღამოებს, საჯარო ლექციებს, წიგნის პრეზენტაციებს და პანელ-დისკუსიებს.
 
თბილისის მესამე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება როგორც მწერალთა სახლში, ასევე გოეთეს ინსტიტუტში,  კავკასიურ სახლში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამეფო უბნის თეატრში, ეროვნული ბიბლიოთეკის ღვინის დარბაზში და  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
 
ფესტივალის განსაკუთრებული სტუმრები არიან გერმანელი ავტორები და გამომცემლები. ქართულ-გერმანული მეგობრობის 2017-18 წლების ფარგლებში, გოეთეს ინსტიტუტი, თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი ერთობლივად ჩაატარებენ ქართველი და გერმანელი ავტორების შეხვედრებს, პრეზენტაციებსა და სარეზიდენციო პროგრამებს.
 
2018 წელს, საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანაა. სწორედ ამ საპასუხისმგებლო მისიის მოსამზადებლად იგეგმება აქტიური თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის. თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი ამ პროგრამის ერთგვარ პლატფორმას წარმოადგენს.
 
საფესტივალო კვირეულის სრული პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ ფესტივალის ვებგვერდზე (www.writershouse.ge)  და მწერალთა სახლისა და ფესტივალის ფეისბუქ გვერდზე.
facebooktwitteryoutube
 

MSY-Banner.png
შემოქმედებითი საქართველო
123.png
   

Events Calendar

Previous monthმაისი 2017Next month
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
24 25 26 27 28 2930
1 2 3 4 5 67
8 9 10 11 121314
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1 234

© ყველა უფლება დაცულია

 

ცხელი ხაზი: 1406
mc@culture.gov.ge