Eng ქარ
  • სიახლე
  • განცხადებები
  • ჩვენ შესახებ
    • სტრუქტურა
    • სამინისტროს დებულება
    • პრიორიტეტები
    • ვაკანსიები
    • სამართლებრივი აქტები
    • ინსტიტუციები (სსიპ)
    • ფოტოგალერეა
  • საჯარო ინფორმაცია
  • ბმულები
  • კონტაქტი
  • წლიური ანგარიში
სიახლე > თბილისის ბაროკო ფესტივალი 2016 - პრესკონფერენცია

თბილისის ბაროკო ფესტივალი 2016 - პრესკონფერენცია

09.11.2016 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 10 ნოემბრიდან 14 დეკემბრის ჩათვლით „თბილისის ბაროკო ფესტივალი 2016“ გაიმართება.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, 9 ნოემბერს, კულტურის სამინისტროში პრესკონფერენცია ჩატარდა, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ფესტივალის დირექტორი კონსტანტინე კასრაძე, სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ქერელაშვილი, გერმანელი დირიჟორი კორნელია ფონ კერსენბროკი და ფესტივალის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თეა მუქერია უძღვებოდნენ.

იხილეთ ფოტოგალერეა

წელს, ფესტივალს ადგილობრივი არტისტებისა და შემოქმედებითი ჯგუფების გარდა, სტუმრობენ ძველი მუსიკის სპეციალისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან: კორნელია ფონ კერსენბროკი (დირიჟორი), თომას ბაეტე (ვიოლა და გამბა), კრისტენ ვიტმერი (სოპრანო), ქრისტოფ მაიერი (დირიჟორი), ჯორჯია ბრაუნი (ბაროკო ფლეიტა), თომას ფოსტერი (კლავესინი), ჟან რონდო (კლავესინი), ეტიენ გალეტიე (თეორბო), დავიდე ამადიო (ბაროკო ჩელო), ანსამბლი „The Spirit of Gambo”, დავით გოგოლაშვილი (ტენორი), მიხეილ აბრამიშვილი (კონტრ-ტენორი), თბილისის კონსერვატორიის მაგისტრატურის კამერული გუნდი, რუსთავის კაპელა, თბილისის გუნდი „ბაროკო“ და  თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“.

ფესტივალის ფარგლებში, სულ 8 კონცერტი გაიმართება (10, 14, 16, 22, 28  ნოემბერი და 5, 9, 14 დეკემბერი, რუსთაველის თეატრი). გარდა კონცერტებისა, საფესტივალო პროგრამა ლექციებსა და მასტერკლასებს აერთიანებს. ­­

„თბილისის ბაროკო ფესტივალი 2016“ თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის  „საქართველოს სინფონიეტას“ ორგანიზებით ხორციელდება.
ევროპაში, უკვე ათწლეულებია, დიდი პოპულარობით სარგებლობს ძველი მუსიკის მაქსიმალურად მიახლოვებული (ავთენტური) მანერითა და შესაბამისი ინსტრუმენტებით შესრულება. გარდა ესთეტიკური და ეგზოტიკური დატვირთვისა, ასეთი პერფორმანსები ისტორიული და სამეცნიერო კუთხითაც საინტერესოა. აღსანიშნავია, რომ ძველი მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ამიერკავკასიაში მხოლოდ თბილისში ტარდება.

ბილეთები იყიდება „სინფონიეტა სთეიჯისა“ და რუსთაველის თეატრის სალაროებში, ასევე  ვებ–გვერდზე biletebi.ge.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.tbf.ge

თეა მუქერია - საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი; 514 177-117
tea.mukeria@gmail.com
facebooktwitteryoutube
 

MSY-Banner.png
შემოქმედებითი საქართველო
123.png
   

Events Calendar

Previous monthნოემბერი 2016Next month
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31 1 2 3 45 6
7 8 9 1011 1213
14 15 16 17 181920
21 22 2324 25 2627
28 29 30 123 4
5 6 7 8 9 10 11

© ყველა უფლება დაცულია

 

ცხელი ხაზი: 1406
info@culture.gov.ge