Eng ქარ
  • სიახლე
  • განცხადებები
  • ჩვენ შესახებ
    • სტრუქტურა
    • სამინისტროს დებულება
    • პრიორიტეტები
    • ვაკანსიები
    • სამართლებრივი აქტები
    • ინსტიტუციები (სსიპ)
    • ფოტოგალერეა
  • საჯარო ინფორმაცია
  • ბმულები
  • კონტაქტი
  • წლიური ანგარიში
სიახლე > საქართველო ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატებს მასპინძლობს

საქართველო ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატებს მასპინძლობს

13.03.2018 ​კლასიკურ ჭადრაკში ევროპის ვაჟთა ჩემპიონატის და სწრაფ ჭადრაკში ევროპის ქალთა ჩემპიონატის წარდგენა დღეს სასტუმრო „იოტა“- ში გაიმართა.ღონისძიებას კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე დაესწრნენ.

იხილეთ ფოტოგალერეა

16-28 მარტს ბათუმი ვაჟ მოჭადრაკეთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელშიც მონაწილეობას 34 ქვეყნის 311 მოჭადრაკე მიიღებს. საქართველოს სახელით ევროპირველობაზე 30 სპორტსმენი წარდგება.ქართველი ქომაგი განსაკუთრებით დიდ იმედს ევროპის ჩემპიონატის მრავალგზის პრიზიორზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერზე ბაადურ ჯობავაზე ამყარებს. ევროპის ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 100 ათასი ევროა. წესების მიხედვით, ვაჟთა ჩემპიონატში ასპარეზობა ქალებსაც შეუძლიათ. აღსანიშნავია, რომ ბათუმი უკვე მეორედ მასპინძლობს კონტინენტის პირვე­­ლობას, პირველად მსგავსი შეჯიბრი 2002 წელს გაიმართა.

30 მარტი -1 აპრილი თბილისი ევროპის ქალთა ჩემპიონატს სწრაფ ჭადრაკში უმასპინძლებს. პირველობისთვის 15 ქვეყნის 80 მოჭადრაკე იბრძოლებს. ჩემპიონატში კონტინენტის ყველა უძლიერესი მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის საჭადრაკო ოლიმპიადების გამარჯვებულები, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები.ფავორიტთა შორის არიან ქართველი ქალები, მათ შორის მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ელვისებურ ჭადრაკში ნანა ძაგნიძე, მსოფლიოს 2015 წლის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულები: ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი,ლელა ჯავახიშვილი, სალომე მელია, მერი არაბიძე. ასპარეზობის საპრიზო ფონდი 20 500 ლარს შეადგენს.
 
facebooktwitteryoutube
 

MSY-Banner.png
შემოქმედებითი საქართველო
123.png
   

Events Calendar

Previous monthმარტი 2018Next month
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
26 27 281 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 1617 18
19 20 21 2223 2425
26 27 28 29 30 31 1
2 3 4 5 678

© ყველა უფლება დაცულია

 

ცხელი ხაზი: 1406
mc@culture.gov.ge