Eng ქარ
  • სიახლე
  • განცხადებები
  • ჩვენ შესახებ
    • სტრუქტურა
    • სამინისტროს დებულება
    • პრიორიტეტები
    • ვაკანსიები
    • სამართლებრივი აქტები
    • ინსტიტუციები (სსიპ)
    • ფოტოგალერეა
  • საჯარო ინფორმაცია
  • ბმულები
  • კონტაქტი
  • წლიური ანგარიში
სიახლე > თბილისი ძიუდოს გრან პრის მასპინძლობს

თბილისი ძიუდოს გრან პრის მასპინძლობს

29.03.2018 30 მარტიდან, 1 აპრილის ჩათვლით, თბილისი ძიუდოს გრან პრის უმასპინძლებს. შეჯიბრება ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება და წინასწარი შეხვედრები 11:00 საათზე დაიწყება, ხოლო ფინალური ბლოკი სტარტს 16:00 საათზე აიღებს. გახსნის ოფიციალური ცერემონია 30 მარტს 15:30 საათზე გაიმართება.

დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გრან პრის კენჭისყრა ჩატარდა, რომელსაც კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

იხილეთ ფოტოგალერეა

თბილისის გრან პრიზე, 39 ქვეყნის, 302 სპორტსმენი იასპარეზებს. საქართველოს ღირსებას ტურნირში 39 ძიუდოისტი დაიცავს, მათ შორის 28 მამაკაცი და 11 ქალი. ნაკრების სხვა წევრებთან ერთად გრან პრის ტიტულისთვის იბრძოლებს ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ), აგრეთვე ევროპის ჩემპიონები ამირან პაპინაშვილი (-60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (-66კგ), ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ). ტურნირის საპრიზო ფონდია 100 000 აშშ დოლარი.
 
გრან პრის პროგრამა


30 მარტი
კაცები -60 კგ -66 კგ
ქალები -48 კგ -52 კგ -57 კგ
 
11:00 - დასაწყისი
15:30 - გახსნის ოფიციალური ცერემონია
16:00 - ფინალური ბლოკი
 
31 მარტი
კაცები -73 კგ -81 კგ
ქალები -63 კგ -70 კგ

11:00 - დასაწყისი
16:00 - ფინალური ბლოკი
 
1 აპრილი
კაცები -90 კგ -100 კგ +100 კგ
ქალები -78 კგ +78 კგ
11:00 - დასაწყისი
16:00 - ფინალური ბლოკი
 
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა


მამაკაცები
-60 კგ
ამირან პაპინაშვილი
ლუხუმ ჩხვიმიანი
თემურ ნოზაძე
ლაშა ჩადუნელი
 
-66 კგ
ლაშა გიუნაშვილი
ზვიად ხუბულური
ვაჟა მარგველაშვილი
ნიკო ჭიკაიძე
 
-73 კგ
ზვიად კაპანაძე
ლაშა შავდათუაშვილი
ფრიდონ გიგანი
ომარ ნიაზაშვილი
 
-81 კგ
ნუგზარ ტატალაშვილი
ზებედა რეხვიაშვილი
თამაზ კირაკოზაშვილი
კობა მჭედლიშვილი
 
-90 კგ
გიორგი პაპუნაშვილი
თორნიკე ჯუღელი
გიორგი გველესიანი
ნოდარ ბერიანი
 
-100 კგ
დავით ოზბეთელაშვილი
ლაშა ტაველური
იასონ ნემსაძე
ონისე სანებლიძე
 
+100 კგ
ადამ ოქრუაშვილი
ონისე ბუღაძე
ლევან მატიაშვილი
ოთარ თუშიშვილი
 
მთავარი მწვრთნელი: ირაკლი ცირეკიძე
 
ქალები
 
-48 კგ
ნატალია ყიფშიძე
მარი მახარაშვილი
ლია როგავა
 
-52 კგ
მარიამ ჯანაშვილი
 
-57 კგ
ეთერ ლიპარტელიანი
 
-70 კგ
ელისო სისაური
მარიამ ჭანტურია
-78 კგ
ნინო ოძელაშვილი
 
+78 კგ
ელენე ქებაძე
სოფიო სომხიშვილი
 
მთავარი მწვრთნელი: გიორგი თენაძე
facebooktwitteryoutube
 

MSY-Banner.png
შემოქმედებითი საქართველო
123.png
   

Events Calendar

Previous monthმარტი 2018Next month
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
26 27 281 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 1617 18
19 20 21 2223 2425
26 27 28 29 30 31 1
2 3 4 5 678

© ყველა უფლება დაცულია

 

ცხელი ხაზი: 1406
mc@culture.gov.ge