Eng ქარ
  • სიახლე
  • განცხადებები
  • ჩვენ შესახებ
    • სტრუქტურა
    • სამინისტროს დებულება
    • პრიორიტეტები
    • ვაკანსიები
    • სამართლებრივი აქტები
    • ინსტიტუციები (სსიპ)
    • ფოტოგალერეა
  • საჯარო ინფორმაცია
  • ბმულები
  • კონტაქტი
  • წლიური ანგარიში
სიახლე > “ სტრატეგიული რჩევები საქართველოში კულტურის საჯარო დაფინანსების მდგრადი, ეფექტური და გამჭვირვალე სის

“ სტრატეგიული რჩევები საქართველოში კულტურის საჯარო დაფინანსების მდგრადი, ეფექტური და გამჭვირვალე სისტემის მოდელის შემუშავებისთვის“ - პრეზენტაცია

09.10.2017 9 ოქტომბერს, 15:00 სთ-ზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში გაიმართება კვლევის/ანგარიშის - “სტრატეგიული რჩევები საქართველოში კულტურის საჯარო დაფინანსების მდგრადი, ეფექტური და გამჭვირვალე სისტემის მოდელის შემუშავებისთვის“ - პრეზენტაცია.

აღნიშნული კვლევა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თხოვნის საფუძველზე განხორციელდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან მიმდინარე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „საქართველოში ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა“ - ფარგლებში.

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, ევროასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელი იოლანტა ტაჩინსკა და კვლევის ავტორი, ექსპერტი ტერი სანდელი.

კვლევა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ, ინიცირებულია „კულტურის სტრატეგია 2025“-ის მიზნების შესაბამისად, რომლებიც კულტურის დაფინანსების ალტერნატიული წყაროებისა და ეფექტური მექანიზმების ეტაპობრივად დანერგვის ხელშეწყობას გულისხმობს.
 
კვლევაზე მუშაობის პერიოდში ტერი სანდელი შეხვდა, როგორც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ისე - კულტურის სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო ინსტიტუციების (ბრიტანეთის საბჭო, გოეთეს ინსტიტუტი, ფრანგული ინსტიტუტი და სხვ.), საქართველოს პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის, სხვადასხვა სამინისტროს, ბიზნესის, საჯარო ფონდების წარმომადგენლებს.
 
ექსპერტის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები კულტურის საჯარო დაფინანსების სისტემის მოდელის შესახებ მოიცავს ისეთ სხვადასხვა კომპონენტს, როგორიცაა: დეცენტრალიზაცია, ადმინისტრირება და მმართველობა, დაფინანსება, კულტურის სამინისტროს როლი, კომპეტენციები, განათლება და სხვა საკითხები.
facebooktwitteryoutube
 

MSY-Banner.png
შემოქმედებითი საქართველო
123.png
   

Events Calendar

Previous monthოქტომბერი 2017Next month
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
25 2627 28 29 301
2 3 4 5 6 78
9 10 11 12 13 1415
1617 18 19 20 2122
23242526 27 2829
30 31 1 23 45

© ყველა უფლება დაცულია

 

ცხელი ხაზი: 1406
mc@culture.gov.ge