Eng ქარ
  • სიახლე
  • განცხადებები
  • ჩვენ შესახებ
    • სტრუქტურა
    • სამინისტროს დებულება
    • პრიორიტეტები
    • ვაკანსიები
    • სამართლებრივი აქტები
    • ინსტიტუციები (სსიპ)
    • ფოტოგალერეა
  • საჯარო ინფორმაცია
  • ბმულები
  • კონტაქტი
  • წლიური ანგარიში
სიახლე > „სიმბოლიზმი გიგო გაბაშვილის შემოქმედებაში“ წიგნის პრეზენტაცია

„სიმბოლიზმი გიგო გაბაშვილის შემოქმედებაში“ წიგნის პრეზენტაცია

29.06.2018 29 ივნისს, 16:00 საათზე, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში წიგნის „სიმბოლიზმი გიგო გაბაშვილის შემოქმედებაში“ პრეზენტაცია გაიმართება.

წიგნი კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა და გამოიცა და მისი ავტორი მაია ციციშვილია. გიგო გაბაშვილი ერთ-ერთი პირველია ქართველ პროფესიონალ მხატვართა შორის; არის ქართული აკადემიური მხატვრული სკოლის ფუძემდებელი. თუმცა ფართო საზოგადოებამ და მკვლევართა დიდმა ნაწილმაც არაფერი იცოდა მისი სიმბოლისტური ნაწარმოებების და მრავალფეროვანი ფოტონამუშევრების შესახებ.

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის მაია ციციშვილის მიერ წარმოებული კვლევების შედეგად, აღმოჩნდა, რომ გერმანიაში ცხოვრებისა და სწავლის დროს, გიგო გაბაშვილი აქტიურად იყო გატაცებული სიმბოლიზმით. ფანტასმაგორიული, მისტიკური არსებებითა და პერსონაჟებითაა დატვირთული მხატვრის სამყარო, ასახული ამ ნამუშევრებში.

წიგნში ერთადაა თავმოყრილი ხელოვანის ამ პერიოდის ნამუშევრები და ის პარალელური ფოტომასალა, რასაც თავად მხატვარი ქმნიდა. ეს გამოცემა, რომელსაც თან ერთვის ვრცელი ტექსტუალური ნაწილი სრულიად ცვლის, ერთი მხრივ, საკუთრივ მხატვრის შემოქმედებით ბიოგრაფიას და მეორე მხრივ, ქართული ხელოვნების ისტორიის თანადროული პერიოდის საერთო სურათს.


5-(1).jpg
facebooktwitteryoutube
 

MSY-Banner.png
შემოქმედებითი საქართველო
123.png
   

Events Calendar

Previous monthივნისი 2018Next month
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
282930 311 23
4 5 6 7 8 910
11 12 13 1415 16 17
1819 20 21 2223 24
25 262728 29 301
2 3 456 7 8

© ყველა უფლება დაცულია

 

ცხელი ხაზი: 1406
mc@culture.gov.ge