Eng ქარ
  • სიახლე
  • განცხადებები
  • ჩვენ შესახებ
    • სტრუქტურა
    • სამინისტროს დებულება
    • პრიორიტეტები
    • ვაკანსიები
    • სამართლებრივი აქტები
    • ინსტიტუციები (სსიპ)
    • ფოტოგალერეა
  • საჯარო ინფორმაცია
  • ბმულები
  • კონტაქტი
  • წლიური ანგარიში
სიახლე > შოთა რუსთაველი 850- ღონისძიება იერუსალიმის ჯვრის მონასტერში

შოთა რუსთაველი 850- ღონისძიება იერუსალიმის ჯვრის მონასტერში

10.12.2016 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ისრაელში შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილე, სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება. 

კულტურის სამინისტროს დელეგაციისა და ისრაელში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, 9 დეკემბერს, ქალაქ იერუსალიმში, ჯვრის მონასტერში, პირველად, საქართველოს საგუნდო კაპელამ შოთა რუსთაველის ფრესკასთან იგალობა. ღონისძიებას, ქართულ დელეგაციასთან ერთად, იერუსალიმის ბერძნული მართლმადიდებელი საპატრიარქოს მიტროპოლიტი ისიხიოსი ესწრებოდა.

იხილეთ ფოტოგალერეა

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების დაწყებამდე, კულტურის მინისტრის მოადგილემ მანანა ბერიკაშვილმა, ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პაატა კალანდაძემ და თბილისის სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელმა ვახტანგ კახიძემ, ქალაქ იერუსალიმში შოთა რუსთაველის მემორიალი გვირგვინით შეამკეს. 

ქართული დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ისრაელში, კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილის ხელმძღვანელობით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში, არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი.
facebooktwitteryoutube
 

MSY-Banner.png
შემოქმედებითი საქართველო
123.png
   

Events Calendar

Previous monthდეკემბერი 2016Next month
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
28 29 30 123 4
5 6 7 8 9 10 11
1213 14 15 16 1718
19 20 21 22 23 2425
26 27 28 29 30 311
23456 78

© ყველა უფლება დაცულია

 

ცხელი ხაზი: 1406
info@culture.gov.ge