Eng ქარ
  • სიახლე
  • განცხადებები
  • ჩვენ შესახებ
    • სტრუქტურა
    • სამინისტროს დებულება
    • პრიორიტეტები
    • ვაკანსიები
    • სამართლებრივი აქტები
    • ინსტიტუციები (სსიპ)
    • ფოტოგალერეა
  • საჯარო ინფორმაცია
  • ბმულები
  • კონტაქტი
  • წლიური ანგარიში
სიახლე > „შემოსაზღვრე საქართველო"- მოსწავლეები სახელოვნებო დაწესებულებებში

„შემოსაზღვრე საქართველო"- მოსწავლეები სახელოვნებო დაწესებულებებში

22.12.2016 20 დეკემბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ პროექტის „შემოსაზღვრე საქართველოს“ ფარგლებში, ადმინისტრაციული საზღვრის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვებ ახალგაზრდებს უმასპინძილა.

ვიზიტის ფარგლებში, ახალგაზრდები სხვადასხვა საგანმანათებლო და კულტურულ დაწესებულებებში მიმდინარე შემოქმედებით პროცესებს გაეცნენ- საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ხელოვნების სასახლეში, მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმში, საქართველოს მწერალთა სახლში.

იხილეთ ფოტოგალერეა

კონფლიქტით დაზარალებული და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობისადმი ყურადღება და მზრუნველობა მეტად მნიშვნელოვანია. ამ მიზნით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა სახის პროექტების განხორციელებაში, რომლებიც აღნიშნული რეგიონების მოსახლეობის კულტურულ პროცესებში ჩართულობას გულისხმობს.

ა.წ 17 ივნისიდან- 23 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, განხორციელდა ა(ა)იპ „მომავლის სოფლის“ მიერ ინიცირებული პროექტი ,,შემოსაზღვრე საქართველო", რომლის ფარგლებშიც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში (რუხი, დიცი, განმუხური და ნიქოზი), არაერთი ღონისძიება გაიმართა.
facebooktwitteryoutube
 

MSY-Banner.png
შემოქმედებითი საქართველო
123.png
   

Events Calendar

Previous monthდეკემბერი 2016Next month
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
28 29 30 123 4
5 6 7 8 9 10 11
1213 14 15 16 1718
19 20 21 22 23 2425
26 27 28 29 30 311
23456 78

© ყველა უფლება დაცულია

 

ცხელი ხაზი: 1406
info@culture.gov.ge