Eng ქარ
  • სიახლე
  • განცხადებები
  • ჩვენ შესახებ
    • სტრუქტურა
    • სამინისტროს დებულება
    • პრიორიტეტები
    • ვაკანსიები
    • სამართლებრივი აქტები
    • ინსტიტუციები (სსიპ)
    • ფოტოგალერეა
  • საჯარო ინფორმაცია
  • ბმულები
  • კონტაქტი
  • წლიური ანგარიში
სიახლე > შეხვედრა სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსების გამარჯვებულებთან

შეხვედრა სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსების გამარჯვებულებთან

13.01.2017 13 იანვარს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე სამინისტროს კონკურსების „წლის საუკეთესო მუსიკალური ნაწარმოები“ და „წლის საუკეთესო სამუსიკათმცოდნეო ნაშრომი“ გამარჯვებულებს შეხვდა და დიპლომები გადასცა.

„წლის საუკეთესო მუსიკალური ნაწარმოები“ - პრემია მიენიჭა სანდრო ნებიერიძეს #1 საფორტეპიანო კონცერტისთვის. პრემია კონკურსში „წლის საუკეთესო სამუსიკათმცოდნეო ნაშრომი“ კი გაიყო და გადაეცა მუსიკისმცოდნეებს - დოდო გოგუას კრებულისათვის „მე-20 საუკუნის ქართული მუსიკა და მუსიკოსები“ და სვეტლანა ქეცბას წიგნისთვის- „გულის სახსოვარი“.

იხილეთ ფოტოგალერეა

მუსიკის დარგში სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსები, ტრადიციულად, წლის ბოლოს ტარდება- აჯამებს და გამოჰყოფს წლის მანძილზე შექმნილ საუკეთესო საკომპოზიტორო და სამუსიკათმცოდნეო ნაწარმოებებს. 

წელს, კონკურსები ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდა. სულ, შემოვიდა 10 მუსიკალური ნაწარმოები და 5 სამუსიკათმცოდნეო ნაშრომი. საკონკურსო ნაწარმოებები განიხილა და შეაფასა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში იყვნენ: კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, მუსიკისმცოდნე მანანა ახმეტელი, კომპოზიტორები - ნუნუ გაბუნია და ომარ მინდორაშვილი, მუსიკათმცოდნე თამარ ჩხეიძე, ოპერის თეატრის დირიჟორი, პროფესორი რევაზ ტაკიძე.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კონკურსები „წლის საუკეთესო მუსიკალური ნაწარმოები“ და „წლის საუკეთესო სამუსიკათმცოდნეო ნაშრომი“ ყოველწლიურად 2010 წლიდან ტარდება. 
გამარჯვებულებს, სამინისტროსგან ტრადიციულად, ფულადი პრემიები და დიპლომები გადაეცემათ. კონკურსების მიზანია თანამედროვე ქართული საკომპოზიტორო და სამუსიკათმცოდნეო შემოქმედების სტიმულირება და პოპულარიზაცია.
facebooktwitteryoutube
 

MSY-Banner.png
შემოქმედებითი საქართველო
123.png
   

Events Calendar

Previous monthიანვარი 2017Next month
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
26 27 28 29 30 311
23456 78
910 111213 14 15
16 17 18 1920 2122
2324 2526 27 2829
30 31 1 2 3 4 5

© ყველა უფლება დაცულია

 

ცხელი ხაზი: 1406
mc@culture.gov.ge