Eng ქარ
  • სიახლე
  • განცხადებები
  • ჩვენ შესახებ
    • სტრუქტურა
    • სამინისტროს დებულება
    • პრიორიტეტები
    • ვაკანსიები
    • სამართლებრივი აქტები
    • ინსტიტუციები (სსიპ)
    • ფოტოგალერეა
  • საჯარო ინფორმაცია
  • ბმულები
  • კონტაქტი
  • წლიური ანგარიში
სიახლე > სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში გამარჯვებული გუნდები მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრებიან

სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში გამარჯვებული გუნდები მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრებიან

26.03.2018 26 მარტს, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, სპორტის დეპარტამენტის უფროს ირაკლი დოლაბერიძესთან ერთად, საქართველოს სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში გამარჯვებულ სკოლის მოსწავლეებს სამინისტროში შეხვდა და სპორტის სამ სახეობაში - მძლეოსნობაში, მაგიდის ჩოგბურთსა და ბადმინტონში წარმატებულ გოგონათა და ვაჟთა თბილისის, ქუთაისის, ახალციხისა და ქედის სკოლის გუნდებს მსოფლიო სასკოლო სპორტულ ჩემპონატზე გამგზავრების წინ წარმატება უსურვა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მძლეოსნობაში გამარჯვებული გუნდები საფრანგეთში მიემგზავრებიან, მაგიდის ჩოგბურთში წარმატებულები მალტაზე, ბადმინტონში საუკეთესოები კი ინდოეთში გასამართ მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატებზე იასპარეზებენ. სამინისტროში გამართულ შეხვედრას ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, კონსტანტინე ამირაჯიბი, თბილისის მერიის კულტის, განათლები, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე, ზაზა ცინაძე და ფედერაციის მხარდამჭერის - „ვითიბი ბანკის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი შოთა მაჭავარიანი, ასევე სკოლის დირექტორები, მწვრთნელები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.

„საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა", საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით წარმატებით ხორციელდება. 2017-18 წლებში სასკოლო ოლიმპიადაში თბილისიდან და რეგიონებიდან 100 ათასამდე მოსწავლე ჩაერთო სპორტის 9 სახეობაში, მიმდინარე სეზონის გამარჯვებული გუნდები კი მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატებზე მონაწილეობენ. აღსანიშნავია, რომ თებერვალში მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატზე უკვე გაემგზავრნენ ხელბურთისა და ფუტსალის გოგონათა და ვაჟთა გუნდები, ამჯერად კი საერთშორისო სარბიელზე საქართველოს სასკოლო გუნდების მეორე ნაკადი მიემგზავრება.

საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის პროგრამის მთავარი მიზანია მოსწავლე ახალგაზრდობის ფიზიკურ აქტივობასა და სპორტში მასობრივი ჩართულობის სტიმულირება, სასკოლო სპორტის განვითარების ხელშეწყობა და მოზარდ თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება.

მიხეილ გიორგაძე (კულტურისა და სპორტის მინისტრი): „სასკოლო სპორტული ოლიმპიადის პროექტი ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია. ამ პროექტის დახმარებით, სასკოლო ასაკის მოზარდები აქტიურად ერთვებიან სპორტულ ცხოვრებაში, რაც ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მთლიანობაში, სასკოლო სპორტის განვითარებას. პირველ რიგში, მსურს მივულოცო გამარჯვებულ გუნდებს და მათ წარმატება ვუსურვო საერთაშორისო ასპარეზზე. სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე დღეს ჩვენ სპორტის სამ სახეობაში - ბადმინტონში, მძლეოსნობასა და მაგიდის ჩოგბურთში გამარჯვებული გუნდები დავაჯილდოვეთ, საქართველოს დროშები გადავეცით და მსოფლიო ოლიმპიადაზე გამგზავრების წინ გზა დავულოცეთ.“

მძლეოსნობა (გეზრბენი)

2 აპრილიდან 7 აპრილის ჩათვლით, საფრანგეთში, ქ. პარიზში, იმართება სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატი მძლეოსნობაში (გერბენი). ჩემპიონატში მონაწილეობას იღებენ, საქართველოს სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში გამარჯვებული ახალციხის N3 საჯარო სკოლის გოგონათა და თბილისის N120 საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდები. გეზრბენში სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობენ: ავსტრალიის, ანდორის, ავსტრიის, ბელგიის, კანადის, ჩინეთის, ხორვატიის, ჩეხეთის, ინგლისის, ინდოეთის, ირლანდიის, ისრაელის, იტალიის, ლატვიის, ლუქსემბურგის, მაროკოს, ჰოლანდიის, ახალი ზელანდიის, სლოვაკეთის, ესპანეთის, ყატარის, არაბეთის ემირატების, თურქეთისა და საფრანგეთის სკოლების წარმომადგენლები.

მაგიდის ჩოგბურთი

8 აპრილიდან 14 აპრილის ჩათვლით, მალტაში, ქ. ლა ვალეტაში იმართება სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატი მაგიდის ჩოგბურთში. ჩემპიონატში მონაწილეობას იღებენ, საქართველოს სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში გამარჯვებული ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოს საჯარო სკოლის გოგონათა და თბილისის N90 საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდები. მაგიდის ჩოგბურთში სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობენ: ბელგიის, ბულგარეთის, ჩინეთის, ხორვატიის, ჩეხეთის, ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის, ინდოეთის, ისრაელის, იტალიის, ლუქსემბურგის, პოლონეთის, სლოვაკეთის, ტაივანისა და თურქეთის სკოლების წარმომადგენლები.

ბადმინტონი

19 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, ინდოეთში, ქ. პუნეში იმართება სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატი ბადმინტონში. ჩემპიონატში მონაწილეობას იღებენ, საქართველოს სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში გამარჯვებული ქუთაისის N21 საჯარო სკოლის გოგონათა და თბილისის N98 საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდები.
ბადმინტონში სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას იღებენ: ბელგიის, ბრაზილიის, ჩინეთის, ბულგარეთის, ჩეხეთის, ინგლისის, საფრანგეთის, ინდოეთის, იტალიის, ტაივანისა და თურქეთის სკოლების წარმომადგენლები.
facebooktwitteryoutube
 

MSY-Banner.png
შემოქმედებითი საქართველო
123.png
   

Events Calendar

Previous monthმარტი 2018Next month
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
26 27 281 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 1617 18
19 20 21 2223 2425
26 27 28 29 30 31 1
2 3 4 5 678

© ყველა უფლება დაცულია

 

ცხელი ხაზი: 1406
mc@culture.gov.ge