Eng ქარ
  • სიახლე
  • განცხადებები
  • ჩვენ შესახებ
    • სტრუქტურა
    • სამინისტროს დებულება
    • პრიორიტეტები
    • ვაკანსიები
    • სამართლებრივი აქტები
    • ინსტიტუციები (სსიპ)
    • ფოტოგალერეა
  • საჯარო ინფორმაცია
  • ბმულები
  • კონტაქტი
  • წლიური ანგარიში
სიახლე > საქართველოს ნაკრებმა ავსტრია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის მომდევნო შესარჩევ ეტაპზე იასპარეზებს

საქართველოს ნაკრებმა ავსტრია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის მომდევნო შესარჩევ ეტაპზე იასპარეზებს

03.07.2018 საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპის გადამწყვეტ მატჩში ავსტრიის ნაკრები 98:73 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ქართველმა კალათბურთელებმა ოთხივე მეოთხედი მაღალ დონეზე ჩაატარეს და მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს.

იხილეთ ფოტოგალრეა

საქართველოს ნაკრებში, 24 ქულით, 12 მოხსნით, 6 პასითა და 3 ჩაჭრით, საუკეთესო თორნიკე შენგელია იყო. 15-15 ქულა დააგროვეს გოგა ბითაძემ და დუდა სანაძემ. 14-14 ქულა მიითვალეს თად მაკფადენმა და გიორგი ცინცაძემ. ავსტრიელთა შემადგენლობაში თავი მარვინ ოგუნსიპემ გამოიჩინა - 18 ქულა, 7 მოხსნა.

ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა და სერბეთთან და გერმანიასთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის მე-2 შესარჩევ ეტაპზე იასპარეზებს. მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე ევროპის 24 გუნდი 4 ჯგუფში გადანაწილდა.

საქართველოს ნაკრები L ჯგუფში გერმანიის, საბერძნეთის, სერბეთის, ისრაელისა და ესტონეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ექვსივე გუნდს პირველ შესარჩევ ეტაპზე მოპოვებული ქულები გადაყვათ. მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ჯგუფის 3 საუკეთესო გუნდი მოიპოვებს.

სატურნირო მდგომარეობა

L ჯგუფი

 
გუნდი თამაში ქულა
გერმანია 6 12
საბერძნეთი 6 12
სერბეთი 6 11
ისრაელი 6 9
საქართველო 6 8
ესტონეთი 6 8

საქართველოს ნაკრების კალენდარი
 
თარიღი მატჩი ჩატარების ადგილი
13 სექტემბერი ისრაელი-საქართველო თელ-ავივი
16 სექტემბერი საქართველო-საბერძნეთი თბილისი
30 ნოემბერი ესტონეთი-საქართველო ტალინი
3 დეკემბერი საქართველო-ისრაელი თბილისი
21 თებერვალი საბერძნეთი-საქართველო ათენი
24 თებერვალი საქართველო-ესტონეთი თბილისი
facebooktwitteryoutube
 

MSY-Banner.png
შემოქმედებითი საქართველო
123.png
   

Events Calendar

Previous monthივლისი 2018Next month
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
25 262728 29 301
2 3 456 7 8
9 1011 12 13 14 15
16 1718 1920 2122
23242526272829
303112345

© ყველა უფლება დაცულია

 

ცხელი ხაზი: 1406
mc@culture.gov.ge