Eng ქარ
  • სიახლე
  • განცხადებები
  • ჩვენ შესახებ
    • სტრუქტურა
    • სამინისტროს დებულება
    • პრიორიტეტები
    • ვაკანსიები
    • სამართლებრივი აქტები
    • ინსტიტუციები (სსიპ)
    • ფოტოგალერეა
  • საჯარო ინფორმაცია
  • ბმულები
  • კონტაქტი
  • წლიური ანგარიში
სიახლე > სამუშაო შეხვედრა კულტურულ ცხოვრებაში შშმ პირთა თანაბარი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად

სამუშაო შეხვედრა კულტურულ ცხოვრებაში შშმ პირთა თანაბარი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად

26.04.2017 2017 წლის 26 აპრილს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში „საზოგადოების კულტურულ და შემოქმედებით ცხოვრებაში შშმ პირთა თანაბარი მონაწილეობის უზრუნველყოფის გზამკვლევისა“ და მისი 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის სამუშაო ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

გარდა სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლებისა, სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ სახალხო დამცველის აპარატის, საქსტატის, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, პარლამენტის განათლებისა, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, ასევე, შშმ პირთა და, ზოგადად, კულტურის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

“საზოგადოების კულტურულ და შემოქმედებით ცხოვრებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი მონაწილეობის უზრუნველყოფის   გზამკვლევი” მიზნად ისახავს კონცეპტუალური ჩარჩოსა და მექანიზმების შექმნას, რაც ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობის პირთა სხვათა თანასწორად ჩართულობას საზოგადოების კულტურულ ცხოვრებაში.

გზამკვლევი და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმა დოკუმენტების საბოლოო ვერსიების შემუშავების შემდეგ გამოქვეყნდება. 
facebooktwitteryoutube
 

MSY-Banner.png
შემოქმედებითი საქართველო
123.png
   

Events Calendar

Previous monthაპრილი 2017Next month
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
27 28 29 30 31 12
34 56 7 89
10 11 12 13141516
1718 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 2930
1 2 3 4 5 67

© ყველა უფლება დაცულია

 

ცხელი ხაზი: 1406
mc@culture.gov.ge