Eng ქარ
  • სიახლე
  • განცხადებები
  • ჩვენ შესახებ
    • სტრუქტურა
    • სამინისტროს დებულება
    • პრიორიტეტები
    • ვაკანსიები
    • სამართლებრივი აქტები
    • ინსტიტუციები (სსიპ)
    • ფოტოგალერეა
  • საჯარო ინფორმაცია
  • ბმულები
  • კონტაქტი
  • წლიური ანგარიში
სიახლე > რობერტ კობლიაშვილი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონია

რობერტ კობლიაშვილი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონია

02.05.2018 საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი რობერტ კობლიაშვილი (87 კგ) ევროპის ჩემპიონია.

რუსეთის ქალაქ კასპიისკიში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, რობერტ კობლიაშვილმა ფინალურ შეხვედრაში რუსეთის წარმომადგენელი ბეკხან ოზდოევი 3:2 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ფინალურ შეხვედრამდე, რობერტ კობლიაშვილმა ბულგარელ, შვედ და ბელარუს მოჭიდავეებს სძლია. ევროპის ჩემპიონატის სტარტზე საქართველოს ბერძულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კიდევ ორმა სპორტსმენმა შეძლო წარმატება - ნუგზარ წურწუმია (55 კგ) და იაკობ ქაჯაია (130 კგ) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

2 მაისს, ევროპის ჩემპიონ-პრიზიორები ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში: 60, 67, 72, 82 და 97 კილოგრამებში გამოვლინდებიან. წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრები 1 მაისს გაიმართა და ხუთი ქართველიდან ფინალური ბლოკის საგზური სამმა მოიპოვა.
რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური პრიზიორი შმაგი ბოლქვაძე (67 კგ) ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა, სადაც რუსეთის ნაკრების წევრ არტიომ სურკოვს დაუპირისპირდება. დავით ჩხარტიშვილი (60 კგ) და იური ლომაძე (72 კგ) კი რეპეშაჟის ფინალში იჭიდავებენ.

4-6 მაისს ევროპის ჩემპიონატზე მედლებისთვის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრები იბრძოლებენ. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში არიან ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65 კგ) და მსოფლიო ჩემპიონები - ზურაბ იაკობაშვილი (70 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ). 
facebooktwitteryoutube
 

MSY-Banner.png
შემოქმედებითი საქართველო
123.png
   

Events Calendar

Previous monthმაისი 2018Next month
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
30 1 2 3 4 5 6
7 8 910 11 1213
1415 1617 18 19 20
21 22 23 2425 2627
282930 311 23
4 5 6 7 8 910

© ყველა უფლება დაცულია

 

ცხელი ხაზი: 1406
mc@culture.gov.ge