Eng ქარ
  • სიახლე
  • განცხადებები
  • ჩვენ შესახებ
    • სტრუქტურა
    • სამინისტროს დებულება
    • პრიორიტეტები
    • ვაკანსიები
    • სამართლებრივი აქტები
    • ინსტიტუციები (სსიპ)
    • ფოტოგალერეა
  • საჯარო ინფორმაცია
  • ბმულები
  • კონტაქტი
  • წლიური ანგარიში
სიახლე > ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა- საზეიმო მიღება

ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა- საზეიმო მიღება

27.12.2016 26 დეკემბერს, საქართველოს მოსწავლე- ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში, საზეიმო მიღება გაიმართა, რომელიც ქართული ანბანის მსოფლიოს არამატერიალური კულტურულ მემკვიდრეობად გამოცხადებას მიეძღვნა.

ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე და თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე დაესწრნენ.

იხილეთ ფოტოგალერეა

ღონისძიების მასპინძელი იყო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, მხარდამჭერები- საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და თიბისი ბანკი.

ღონისძიებაზე წიგნის „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ პრეზენტაცია გაიმართა, სადაც შეტანილია ქართული ანბანის ისტორია მისი სათავეებიდან დღემდე. წიგნი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ, თიბისი ბანკის დაფინანსებით გამოიცა.

ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო ქართული არამატერიალური მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სამივე ელემენტი: ქვევრის ღვინო, ქართულ მრავალხმიანობა და ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა.
თიბისი ბანკი პროექტში #წერექართულად ინიციატივის ეგიდით მონაწილეობს. #წერექართულად ქართული ანბანის პოპულარიზაციისათვის შექმნილი პროექტია, რომელიც თიბისი ბანკმა გასულ წელს დაიწყო და მისი მიზანი ქართული ანბანის გაცოცხლება, მისი პოპულარიზება, ციფრულ სამყაროში გადატანა და გამდიდრებაა.
ქართული ანბანის მსოფლიო მემკვიდრეობად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება 30 ნოემბერს, ეთიოპიის დედაქალაქ ადის აბებაში "UNESCO"-ს არამატერიალური მემკვიდრეობის მთავრობათაშორისმა კომიტეტმა მე-11 სესიაზე მიიღო. შედეგად, ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა შეტანილი იქნა მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში.
facebooktwitteryoutube
 

MSY-Banner.png
შემოქმედებითი საქართველო
123.png
   

Events Calendar

Previous monthდეკემბერი 2016Next month
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
28 29 30 123 4
5 6 7 8 9 10 11
1213 14 15 16 1718
19 20 21 22 23 2425
26 27 28 29 30 311
23456 78

© ყველა უფლება დაცულია

 

ცხელი ხაზი: 1406
mc@culture.gov.ge