Eng ქარ
  • სიახლე
  • განცხადებები
  • ჩვენ შესახებ
    • სტრუქტურა
    • სამინისტროს დებულება
    • პრიორიტეტები
    • ვაკანსიები
    • სამართლებრივი აქტები
    • ინსტიტუციები (სსიპ)
    • ფოტოგალერეა
  • საჯარო ინფორმაცია
  • ბმულები
  • კონტაქტი
  • წლიური ანგარიში
სიახლე > ქართულ ანბანს იუნესკოს მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა

ქართულ ანბანს იუნესკოს მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა

30.11.2016 „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ UNESCO - ს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაშია.
გადაწყვეტილება 30 ნოემბერს, ეთიოპიის დედაქალაქ ადის აბებაში UNESCO-ს არამატერიალური მემკვიდრეობის მთავრობათაშორისმა კომიტეტმა მე-11 სესიაზე მიიღო.

აღნიშნული ნომინაცია საქართველოს მთავრობისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობით მომზადდა, ხოლო ნომინაციის მხარდაჭერა საერთაშორისო დონეზე უზრუნველყო საგარეო საქმეთა სამინისტრომ. 2015 წლის 19 მარტს, „უძველესი ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალ კულტურას“ არამატერიალური მემკვიდრეობის ეროვნული ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ქართული ანბანი UNESCO - ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში მესამე ნომინაციაა. აქამდე ეს სტატუსი ქართულ ფოლკლორსა და ქვევრის ღვინის დაყენების მეთოდს ჰქონდა.

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კონვენცია იუნესკომ 2003 წელს მიიღო. არამატერიალური საგანძურის სიაში შედის: ხალხში გავრცელებული ზეპირი გადმოცემები, ტრადიციული მუსიკა, ცეკვა, ინსტრუმენტები, საგნები, არტეფაქტები, რიტუალები, ფესტივალები, ხალხური რეწვა, ადათ-ჩვევები, კულტურული სივრცეები და სხვა.
facebooktwitteryoutube
 

MSY-Banner.png
შემოქმედებითი საქართველო
123.png
   

Events Calendar

Previous monthნოემბერი 2016Next month
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31 1 2 3 45 6
7 8 9 1011 1213
14 15 16 17 181920
21 22 2324 25 2627
28 29 30 123 4
5 6 7 8 9 10 11

© ყველა უფლება დაცულია

 

ცხელი ხაზი: 1406
info@culture.gov.ge