Eng ქარ
  • სიახლე
  • განცხადებები
  • ჩვენ შესახებ
    • სტრუქტურა
    • სამინისტროს დებულება
    • პრიორიტეტები
    • ვაკანსიები
    • სამართლებრივი აქტები
    • ინსტიტუციები (სსიპ)
    • ფოტოგალერეა
  • საჯარო ინფორმაცია
  • ბმულები
  • კონტაქტი
  • წლიური ანგარიში
სიახლე > ქალ ხელბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ითამაშებს

ქალ ხელბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ითამაშებს

20.03.2018 20 მარტს, სპორტკომპლექს “არენა-2“-ზე კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე და მინისტრის მოადგილე, შალვა გოგოლაძე შეხვდნენ საქართველოს ქალ ხელბურთელთა ახალგაზრდულ ნაკრებს, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება. ხელბურთელებთან შეხვედრას ესწრებოდნენ - ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი და გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი.

იხილეთ ფოტოგალერეა
 
საქართველოს ქალთა ახალგაზრდული ნაკრებისთვის ეს ბოლო ასაკობრივი ტურნირია. ამ თაობის გუნდს პირველი შეჯიბრება 2015 წელს ჰქონდა და ბოლო სამ წელიწადში ყველა ოფიციალურ ტურნირში მიიიღო მონაწილეობა, მათ შორის, ეროვნული ნაკრებების დონეზე - ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე, 2017 წელს. 2018 წლის შემოდგომაზე ამ გუნდს, უკვე ეროვნული ნაკრების სტატუსით, უწევს 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაციაში ჩაბმა.
 
ცვლილებაა სამწვრთნელო სტაფში - ფედერაციის გადაწყვეტილებით, გიორგი გვაზავა იმუშავებს კაცთა 20-წლამდელთა ნაკრებში, ხოლო ქალთა ახალგაზრდულ ნაკრებში იგი შეცვალა ბექა ორჯონიკიძემ. 90-იან წლებში ორჯონიკიძე თამაშობდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, როგორც მწვრთნელი, სათავეში უდგას საქართვლოს მრავალგზის ჩემპიონს, სტუ-ქარიშხალა, უმუშავია კაცთა ასაკობრივ ნაკრებებშიც. ამ თაობის გუნდში პირველად ხდება, რომ ოფიციალურ ტურნირში, საქართველოს ნაკრების ღირსებას უცხოეთის ლიგებში მოთამაშე ხელბურთელები დაიცავენ. ნაკრების კაპიტანი, მედეა ჩოხელი თამაშობს დანიის უმაღლესი ლიგის კლუბის, მიდტიულანდის ახალგაზრდულ გუნდში, ხოლო ქეთი კუნელაშვილი - ესპანეთის პრიმერა ლიგის კლუბ გრანოლერსის ახალგაზრდულ გუნდში. ქრისტინე ჯავახია და ქეთევან ვენეცკი თამაშობენ აზერბაიჯანის უმაღლესი ლიგის კლუბ იდმან აკადემიაში. სამწუხაროდ, აზერბაიჯანის ჩემპიონატი ბოლო ტურში ტრავმა მიიღო და ნაკრებს რუმინეთში ვერ დაეხმარება კიდევ ერთი ლეგიონერი, თინათინ ქიტესაშვილი. მის გარდა, გვაკლია დაშავებული ნენო ჯგერენაია (ფოთის ოქროს ვერძი), ხოლო ნაკრების ორი ლიდერი, თათია გადელია და თამარ ჩოგოვაძე, ტრავმების შემდეგ რებილიტაციის ხანგრძლივ კურსს გადის. ჩვენი ჯგუფიდან (რუმინეთი, ხორვატია, უკრაინა, საქართველო) ფინალურ ეტაპზე გადის 2 გუნდი. მსოფლიო ჩემპიონატი, 24 გუნდის მონაწილეობით, გაიმართება 2018 წლის, 1-15 ივლისს, უნგრეთში. რუმინეთიდან თამაშების პირდაპირი სტრიმის ლინკს ხელბურთის ფედერაცია 23 მარტიდან მოგაწვდით.
 
ხელბურთი. 20წ მსოფლიო ჩემპიონატი 2018. ქალები. 1-15 ივლისი, უნგრეთი
ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირები, 23-25 მარტი (10 საგზური).
1 ჯგუფი: (პორტუგალიაში) პორტუგალია, ესპანეთი, ავსტრია, ბულგარეთი
2 ჯგუფი: (რუმინეთში) ხორვატია, რუმინეთი, უკრაინა, საქართველო
კლუჟ ნაპოკა, სალა პოლივალენტა (7200 ადგილი)
23 მარტი. 13:00 უკრაინა-საქართველო, 18:00 ხორვატია-რუმინეთი
24 მარტი. 13:00 ხორვატია-უკრაინა, 18:00 რუმინეთი-საქართველო
25 მარტი. 12:00 რუმინეთი-უკრაინა 15:00 საქართველო-ხორვატია
მსაჯები: მაიკე მერც - ტანია შილჰა (გერ), დანიელ კრაუზე - ნიკლას პედერსენ (დან)
დელეგატი: პეტერ ელეშ (უნგ)
საქართველოს ნაკრები
GK 12 ანა ვარდიშვილი (1999, 177, მამული)
GK 16 ქრისტინე ჯავახია (1998, 176, იდმან აკადემიასი, აზე)
LW 5 ანა ჩხაიძე (2003, 160, ქარიშხალა)
LW 14 ქეთი იაშვილი (2000, 166, მამული)
LB 13 ქეთი კუნელაშვილი (1999, 175, გრანოლერსი, ესპ)
LB 20 ელისაბედ ჩხაიძე (2002, 178, პეგასი)
CB 19 ანა ყველაშვილი (1998, 170, მამული)
CB 7 ელენე ჯავახიშვილი (2000, 172, მამული)
RB 8 ნინო შახულოვი (2001, 166, მამული)
RB, RW 18 ქეთევან ვენეცკი (1998, 174, იდმან აკადემიასი, აზე)
RW 23 მარიამ მიხელიძე (1999, 168, ყვარელი)
P 17 (კაპიტანი) მედეა ჩოხელი (1999, 177, ISI მიდტიულანდი, დან)
P 9 თამთა თეთრაშვილი (1998, 170, ყვარელი)
P 24 ჯულია ჩირგაძე (2001, 180, წყალტუბო)
მთავარი მწვრთნელი: ბექა ორჯონიკიძე (1972), მწვრთნელი: ინა ჭკუასელი (1985)
ექიმი: ჯუმბერ ყარყარაშვილი (1990), მენეჯერი: ლანა მარგიანი (1988)
3 ჯგუფი: (შვედეთში) ჰოლანდია, შვედეთი, პოლონეთი, ჩეხეთი
4 ჯგუფი: (ისლანდიაში) მაკედონია, გერმანია, ისლანდია, ლიტვა
5 ჯგუფი: (სერბეთში) ნორვეგია, სერბეთი, სლოვაკეთი, კოსოვო
6 ჯგუფი: (ფარერის კუნძულებზე) სლოვენია, თურქეთი, ფარერები
7 ჯგუფი: (მონტენეგროში) მონტენეგრო, შვეიცარია, საბერძნეთი
1, 2, 4 ჯგუფებიდან ფინალში გადის 2 გუნდი, 3, 5, 6, 7 ჯგუფებიდან - თითო
(უკვე კვალიფიცირებულები არიან უნგრეთი, საფრანგეთი, რუსეთი, დანია)
facebooktwitteryoutube
 

MSY-Banner.png
შემოქმედებითი საქართველო
123.png
   

Events Calendar

Previous monthმარტი 2018Next month
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
26 27 281 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 1617 18
19 20 21 2223 2425
26 27 28 29 30 31 1
2 3 4 5 678

© ყველა უფლება დაცულია

 

ცხელი ხაზი: 1406
mc@culture.gov.ge