პროექტი „სტუმრად ძეგვის ბავშვთა სახლში“
04.06.2017
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, პროექტი "სტუმრად ძეგვის ბავშვთა სახლში" განხორციელდება.
ივნისის განმავლობაში, კვირაში ერთი მხატვრის გამოფენა და მასტერკლასი გაიმართება. მხატვრები საკუთარ შემოქმედებასა და ხელოვნებაზე ისაუბრებენ და ბავშვებთან ერთად ჩანახატებს გააკეთებენ.
პროექტის ფარგლებში, ძეგვის ბავშვთა სახლს საჩუქრად საქართველოს კულტურია და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული წიგნები გადაეცემა.
ღონისძიებების განრიგი:
4.06.2017 – 13.00 სთ. (მხატვარი გოგა მაღლაკელიძე)
11.06.2017– 13.00სთ. (მხატვარი ქეთი მატაბელი)
18.06.2017 – 13.00 სთ. (მხატვარი ნინო ჩაკვეტაძე)