Eng ქარ
  • სიახლე
  • განცხადებები
  • ჩვენ შესახებ
    • სტრუქტურა
    • სამინისტროს დებულება
    • პრიორიტეტები
    • ვაკანსიები
    • სამართლებრივი აქტები
    • ინსტიტუციები (სსიპ)
    • ფოტოგალერეა
  • საჯარო ინფორმაცია
  • ბმულები
  • კონტაქტი
  • წლიური ანგარიში
სიახლე > პრემიერ-მინისტრმა ზაზა ფაჩულიას სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა

პრემიერ-მინისტრმა ზაზა ფაჩულიას სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა

03.07.2018 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილ კაპიტანს და NBA-ის მოქმედი ჩემპიონის - Golden State Warriors-ის ცენტრს ზაზა ფაჩულიას სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა.
 
პრემიერმა ზაზა ფაჩულიას საქართველოს ნაკრებში ჩატარებული ბრწყინვალე კარიერისთვის და საერთაშორისო სარბიელზე ქართული კალათბურთის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
 
შეხვედრას კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე ესწრებოდნენ.
 
ზაზა ფაჩულია პირველი ქართველი კალათბურთელია, რომელიც ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ჩემპიონი გახდა (Golden State Warriors 2017). მან წელს გამართულ ასოციაციის გათამაშებაში, Golden State Warriors-თან ერთად კიდევ ერთი ოქროს ბეჭედი მოიგო. ზაზა ფაჩულია პირველი ევროპელი ცენტრია პაუ გასოლთან (ესპანეთი) ერთად, რომელმაც ორჯერ შეძლო NBA-ის ჩემპიონის თასის მოგება. ფაჩულიამ საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე სამჯერ ითამაშა.


36466337_2167718203256061_6546093298035982336_n-(1).jpg


36466337_2167718203256061_6546093298035982336_n.jpg
facebooktwitteryoutube
 

MSY-Banner.png
შემოქმედებითი საქართველო
123.png
   

Events Calendar

Previous monthივლისი 2018Next month
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
25 262728 29 301
2 3 456 7 8
9 1011 12 13 14 15
16 1718 1920 2122
23242526272829
303112345

© ყველა უფლება დაცულია

 

ცხელი ხაზი: 1406
mc@culture.gov.ge