Eng ქარ
  • სიახლე
  • განცხადებები
  • ჩვენ შესახებ
    • სტრუქტურა
    • სამინისტროს დებულება
    • პრიორიტეტები
    • ვაკანსიები
    • სამართლებრივი აქტები
    • ინსტიტუციები (სსიპ)
    • ფოტოგალერეა
  • საჯარო ინფორმაცია
  • ბმულები
  • კონტაქტი
  • წლიური ანგარიში
სიახლე > ნიკო ფიროსმანაშვილის სურათი ,,სვირი’’ ეროვნულ გალერეაში

ნიკო ფიროსმანაშვილის სურათი ,,სვირი’’ ეროვნულ გალერეაში

13.01.2017 13 იანვარს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ნიკო ფიროსმანაშვილის სურათის ,,სვირი’’ პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო. 

იხილეთ ფოტოგალერეა

დამთვალიერებელს ექნება შესაძლებლობა, 39 წლის შემდეგ, პირველად იხილოს სურათი ,,სვირი’’. ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევარი მუზეუმმა 1930 წელს შეიძინა. მანამდე ,,სვირი’’ გიორგი ლეონიძის საკუთრება იყო. 1930 წლიდან დღემდე ის სულ სამჯერ - 1957, 1968, 1978 წლებში გამოიფინა. 1978 წლის შემდეგ, მძიმე დაზიანებების გამო, ნამუშევარი აღარ უნახავს ფართო საზოგადოებას.  
ეროვნული მუზეუმის რესტავრატორმა ნანა მანაგაძემ სურათს ხანგრძლივი სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარა. რესტავრაციის ურთულესი პროცესის დასრულების შემდეგ ,,სვირი’’ პირველად გამოიფინა დამთვალიერებელთათვის.    
ნიკო ფიროსმანაშვილის აღნიშნულ სურათთან ერთად, მუდმივ ექსპოზიციაში ჩაერთვება ,,ნადირობა ინდოეთში’’ და ,,დათვი მთვარიან ღამეს’’.
 
მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა (შოთა რუსთაველის გამზირი 11). 
facebooktwitteryoutube
 

MSY-Banner.png
შემოქმედებითი საქართველო
123.png
   

Events Calendar

Previous monthიანვარი 2017Next month
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
26 27 28 29 30 311
23456 78
910 111213 14 15
16 17 18 1920 2122
2324 2526 27 2829
30 31 1 2 3 4 5

© ყველა უფლება დაცულია

 

ცხელი ხაზი: 1406
mc@culture.gov.ge