Eng ქარ
  • სიახლე
  • განცხადებები
  • ჩვენ შესახებ
    • სტრუქტურა
    • სამინისტროს დებულება
    • პრიორიტეტები
    • ვაკანსიები
    • სამართლებრივი აქტები
    • ინსტიტუციები (სსიპ)
    • ფოტოგალერეა
  • საჯარო ინფორმაცია
  • ბმულები
  • კონტაქტი
  • წლიური ანგარიში
სიახლე > ნიკო ფიროსმანაშვილის ნახატებს რესტავრაცია ჩაუტარდა

ნიკო ფიროსმანაშვილის ნახატებს რესტავრაცია ჩაუტარდა

03.02.2017 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და თიბისი ბანკის დაფინანსებით, „ფიროსმანის აღდგენის“ მასშტაბური პროექტი განხორციელდა. რესტავრაცია, ნიკო ფიროსმანის მირზაანის მუზეუმის კოლექციაში დაცულ ორი ნამუშევარს- „თამარ მეფესა“ და „შოთა რუსთაველს“ ჩაუტარდა.

2 თებერვალს, თიბისი გალერეაში, მირზაანის კოლექციაში დაცულ ფიროსმანის სხვა ნამუშევრებთან ერთად, აღდგენილი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე და თიბისი ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ესწრებოდნენ.

იხილეთ ფოტოგალერეა

გამოფენა, რომელიც 3 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება, საგანმანათლებლო ხასიათს ატარებს. სკოლის მოსწავლეებისათვის მოეწყობა საგანმანათლებლო ტურები, რომელთა მიზანია ფიროსმანის შემოქმედების უფრო ახლოს გაცნობა. მუზეუმის გიდი მოსწავლეებს მოუყვება ისტორიებს ფიროსმანის შესახებ, ასევე დამთვალიერებელს საშუალება ექნება იხილოს ანიმაცია ფიროსმანის შესახებ, რომელიც თიბისი ბანკის ინიციატივითა და დაფინანსებით შეიქმნა.

თამარ მეფისა და შოთა რუსთაველის პორტრეტები ფიროსმანის მიერ 1913-1914 წლებშია შესრულებული. მირზაანის კოლექციაში ეს ნამუშევრები 1989 წელს მოხვდა.

მანამდე ისინი ცნობილი ფილოლოგის იოსებ მეგრელიძისა და თეატრმცოდნე ნინო შვანგირაძის კერძო კოლექციაში, შემდეგ კი ხალხთა მეგობრობის მუზეუმში ინახებოდა. ამ უკანასკნელმა მოგვიანებით ფიროსმანის „თამარი“ და „რუსთაველი“ საჩუქრად მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის  სახელმწიფო მუზეუმს გადასცა. ამ დროისათვის ნამუშევრებზე უკვე ჩატარებული იყო რესტავრაცია, თუმცა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს გამო, ნამუშევრები დაზიანებული იყო.  

სურათებს რესტავრაციას შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის სარესტავრაციო  სახელოსნოს სპეციალისტები- ნანა მანაგაძე და ეველინა კარსელი უტარებდნენ. რესტავრაციის პროცესი სამი თვის განმავლობაში გრძელდებოდა.

რესტავრაციის პროცესი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში მოქმედი საბჭოს ზედამხედველობის ქვეშ განხორციელდა. 
facebooktwitteryoutube
 

MSY-Banner.png
შემოქმედებითი საქართველო
123.png
   

Events Calendar

Previous monthთებერვალი 2017Next month
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
30 31 1 2 3 4 5
678 910 1112
131415 1617 1819
20 21 2223242526
272812 345
6 7 89 101112

© ყველა უფლება დაცულია

 

ცხელი ხაზი: 1406
mc@culture.gov.ge