Eng ქარ
  • სიახლე
  • განცხადებები
  • ჩვენ შესახებ
    • სტრუქტურა
    • სამინისტროს დებულება
    • პრიორიტეტები
    • ვაკანსიები
    • სამართლებრივი აქტები
    • ინსტიტუციები (სსიპ)
    • ფოტოგალერეა
  • საჯარო ინფორმაცია
  • ბმულები
  • კონტაქტი
  • წლიური ანგარიში
სიახლე > მიხეილ ბატიაშვილი თეატრების ხელმძღვანელებს შეხვდა

მიხეილ ბატიაშვილი თეატრების ხელმძღვანელებს შეხვდა

16.07.2018 16 ივლისს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა თბილისის თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებსა და დირექტორებთან შეხვედრა გამართა.

იხილეთ ფოტოგალერეა

შეხვედრისას საუბარი სამომავლო თანამშრომლობის ფორმატსა და პრიორიტეტებს შეეხო. მიხეილ ბატიაშვილმა მზაობა გამოთქვა მათთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის და თეატრის სფეროს წარმომადგენლებს, ამ პროცესში, მაქსიმალური ჩართულობისკენ მოუწოდა. მინისტრის თქმით, აუცილებელია, კულტურის სფეროს განვითარებისთვის, რეალისტური ამოცანების დასახვა და შეჯერებული, განვითარებაზე ორიენტირებული, ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება.

„კულტურა, ისევე როგორც განათლება და სპორტი, ჩვენი პრიორიტეტია. მე ვარ აბსოლუტურად ღია თქვენთან აქტიური თანამშრომლობისთვის, ყოველთვის მოვისმენ თქვენს მოსაზრებებს და ერთიანად ჩამოვაყალიბებთ განვითარების ისეთ სტრატეგიას, რომელიც ამ სფეროს კიდევ უფრო ეფექტურს და შედეგებზე ორიენტირებულს გახდის“.

მიხეილ ბატიაშვილი შეხვედრაზე იმ პრობლემატურ საკითხებსაც გაეცნო, რომელიც თეატრის სფეროში არსებობს. მინისტრის თქმით, თითოეულ პრობლემას სიღრმისეულად გაეცნობა და მათთან ერთად, პრობლემის მოგვარებისთვის საჭირო გადაწყვეტილებებსშეიმუშავებს.

უახლოეს მომავალში, მიხეილ ბატიაშვილი, შეხვედრებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებებულებების სხვა წარმომადგენლებთანაც გამართავს.
 
facebooktwitteryoutube
 

MSY-Banner.png
შემოქმედებითი საქართველო
123.png
   

Events Calendar

Previous monthივლისი 2018Next month
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
25 262728 29 301
2 3 456 7 8
9 1011 12 13 14 15
16 1718 1920 2122
23242526272829
303112345

© ყველა უფლება დაცულია

 

ცხელი ხაზი: 1406
mc@culture.gov.ge