მეთოჯინეების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი პროგრამა თოჯინების სახელმწიფო პროფესიულ თეატრში
26.03.2018
თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული თოჯინების თეატრი 21 მარტს მეთოჯინეთა საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი პროგრამით აღინიშნა.
12:00 საათიდან სილქ ფაქტორი სტუდიოსთან არსებულ საგამოფენო სივრცეში ხელნაკეთი თოჯინების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. გამოფენაზე 30-მდე მეთოჯინემ საკუთარ ექსპოზიცია წარადგინა.
იხილეთ ფოტოგალერეა
ღონისძიება საზეიმოდ ააიპ „მშობელთა ხიდთან“ არსებული პარაორკესტრის მუსიკალური პროგრამით გაიხსნა, რომელიც ქართული კლასიკური ნაწარმოებებით და ასევე ქართული და უცხოური კინომუსიკის ვარიაციით იყო წარმოდგენილი.
13:00 საათზე კი, დახურულ ფორმატში სპექტაკლი „საქართველოს“ არაკომერციული წარმოდგენა გაიმართა, სადაც თოჯინების თეატრი მეხანძრე მაშველებს შვილებთან ერთად მასპინძლობდა.
საგამოფენო პროგრამის ფარგლებში ასევე მოეწყო სახელოსნო „არტმანის“ ლურჯი სუფრის მოტივებით, კრეატიული დეკუპაჟის ტექნიკით შესრულებული თოჯინების გამოფენა-გაყიდვა. გაიმართა უფასო მასტერკლასი - მასტერკლასში მონაწილე 6-14 წლის ასაკის მოზარდებს თავად შეეძლოთ დამზადებული ხის თოჯინების მოხატვა სპეციალური წყლის საღებავების გამოყენებით. შესრულებულ ნამუშევრები ავტორ მოზარდებს გადაეცათ.
თოჯინების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება კულტურისა და სპორტის სამინისტროს და თბილისის თოჯინების სახელმწიფო პროფესიული თეატრის ერთობლივი ორგანიზებით ხორციელდება. ღონისძიების მხარდამჭერები არიან სილქ ფაქტორი სტუდიო,კომპანია „ზედაზენი“ და “ლიზინგი XXI“.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, 2016 წლიდან, თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის ახალი თეატრის მშენებლობა და ისტორიული შენობის მასშტაბური სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. 243 მაყურებელზე გათვლილი ახალი თეატრი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება და უმაღლესი ხარისხის ტექნიკით აღიჭურვება; გათვალისწინებულია უსაფრთხოების ყველა ნორმა; შენობა შშმ პირებისთვის ადაპტირებულია. თეატრის ტერიტორიაზე მოპირკეთდება ატრიუმის ტიპის შიდა ეზო და მოეწყობა კაფე. სსიპ გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი 1934 წელს, საქართველოს სახალხო არტისტმა გიორგი მიქელაძემ დააარსა და ამ ჟანრის პირველი პროფესიული თეატრია საქართველოში. მიმდინარე 84-ე სეზონზე სპექტაკლების ნახვა მაყურებელს ახალ მისამართზე კოსტავას #59-ში, სილქ ფაქტორი სტუდიოს თეატრალურ სივრცეში შეუძლია. სტუდიოს დირექტორმა, გოგა ხაინდრავამ, სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულებამდე თოჯინების თეატრს სივრცე უანგაროდ დაუთმო.