Eng ქარ
  • სიახლე
  • განცხადებები
  • ჩვენ შესახებ
    • სტრუქტურა
    • სამინისტროს დებულება
    • პრიორიტეტები
    • ვაკანსიები
    • სამართლებრივი აქტები
    • ინსტიტუციები (სსიპ)
    • ფოტოგალერეა
  • საჯარო ინფორმაცია
  • ბმულები
  • კონტაქტი
  • წლიური ანგარიში
სიახლე > მე-19 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა

მე-19 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა

27.04.2017 ე-19 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა CTF’17 – Caucasus Tourism Fair 27 აპრილს, გამოფენების ცენტრის „ექსპო ჯორჯია“ მე-11 პავილიონში, მე-19 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა - CTF’17 – Caucasus Tourism Fair გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თავმჯდომარე გიორგი ჩოგოვაძე და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ჩხეიძე დაესწრო.

იხილეთ ფოტოგალერეა
 
გამოფენა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს,საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს და Welcome To Georgia! National Tourism Awards - ის მხარდაჭერითა და საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ ორგანიზებით იმართება და გამორჩეული შინაარსობრივი და სანახაობითი მრავალფეროვნებით წარმოაჩენს ტურიზმის თემატიკას.
 
გამოფენის ფარგლებში მოეწყობა პირველი საერთაშორისო გამოფენა HoReCa-Expo-2017 - (საკონსულტაციო ფორუმი ბიზნეს გადაწყვეტილების მიმღებთათვის), გაიმართება ტურისტული ფასდაკლების ფესტივალი - (კვალიფიციური რჩევა, მოგზაურობის დაგეგმვა და ექსკლუზიური ფასი), პავილიონში მოეწყობა შეხვედრები ცნობილ მწერლებთან, ფილოსოფოსებთან, მხატვრებთან და მუსიკოს-შემსრულებლებთან. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ფესტივალში 35 - მდე ქართული რეწვის ოსტატი მონაწილეობს და მათ მიერ ასევე ნაჩვენები იქნება ხალნაკეთი ნამუშევრების მომზადების პროცესი.

გამოფენა ინტერაქტიულია და დამთავლიერებელი უძველეს ქართულ ტექნოლოგიებსა და ტრადიციებს მრავალმხრივად გაეცნობა. წელს ფესტივალში კულტურის სამინისტროს სტენდი მეხუთედ იქნება წარმოდგენილი.
 
ღონისძიებების განრიგი: 27 აპრილი 13.00 საათი - რუსთავის ავტოდრომი- მოტოდრიფტი 15.00საათი - ტურიზმია ადმინისტრაციის გათამაშება გორის მინუციპალიტეტი:
• გახსნის ოფიციალური ცერემონიალის დასრულების შემდეგ ფოლკლორული ანსამბლი შეასრულებს სიმღერას.
• ღვინის დეგუსტრაცია მთელი დღის მანძილზე

28 აპრილი 14.00 საათი- რესტორანი სირაჯხანა- შეფ მზარეულის მასტერ-კლასი
14.30 საათი - მცხეთის მუნიციპალიტეტის პრეზენტაცია ქალაქ მცხეთისა და რეგიონის ღირშესანიშნაობების შესახებ.
15.00 საათი - ტურიზმის ადმინისტრაციის გათამაშება
16.00საათი - შეხვედრა გიორგი კეკელიძესთან „გურული დღიურების კვალდაკვალ“
29 აპრილი ბათუმის ბოტანილური ბაღი 15 სხვადასხვა მცენარეს გაათამაშებს
13.00 საათი - რუსთავის ავტოდრომი- ავტოდრიფტი
15.00 საათი - სასტუმრო „მუზეუმი“გაა თამაშებს ფასდაკლების ვაუჩერს
14.00 საათი - ტურიზმის ადმინისტრაციის გათამაშება
14.00 საათი - შეხვედრა ანდრო დგებუაძესთან „სად ტურიზმი და სად ფილოსოფია“ სამივე დღის მანძილზე გორის მუნიციპალიტეტი დამთვალიერებელს თიხის პროდუქციის წარმოების ტექნიკას გააცნობს.
facebooktwitteryoutube
 

MSY-Banner.png
შემოქმედებითი საქართველო
123.png
   

Events Calendar

Previous monthაპრილი 2017Next month
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
27 28 29 30 31 12
34 56 7 89
10 11 12 13141516
1718 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 2930
1 2 3 4 5 67

© ყველა უფლება დაცულია

 

ცხელი ხაზი: 1406
mc@culture.gov.ge