Eng ქარ
  • სიახლე
  • განცხადებები
  • ჩვენ შესახებ
    • სტრუქტურა
    • სამინისტროს დებულება
    • პრიორიტეტები
    • ვაკანსიები
    • სამართლებრივი აქტები
    • ინსტიტუციები (სსიპ)
    • ფოტოგალერეა
  • საჯარო ინფორმაცია
  • ბმულები
  • კონტაქტი
  • წლიური ანგარიში
სიახლე > ლიტერატურული პრემია „ლიტერა“

ლიტერატურული პრემია „ლიტერა“

28.04.2017 27 აპრილს, მწერალთა სახლში 2017 წლის ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
 
ხუთკაციანი ჯიურის გადაწყვეტილებით, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ, ბელა წიფურია, ანა კორძაია-სამადაშვილი, ლევან ბერძენიშვილი, პაატა შამუგია და გიორგი ლობჟანიძე, პრემიის ლაურეატები გახდნენ:
 
წლის საუკეთესო დებიუტი - გიორგი შონია, „ჰანს პრომველის „ფაბრიკაცია““. გამომცემლობა„ინტელექტი“;
 
წლის საუკეთესო პოეტური კრებული - ვახტანგ ჯავახაძე, „ელეგია და სხვა“. გამომცემლობა„ინტელექტი“;
 
წლის საუკეთესო პროზაული კრებული/რომანი - არჩილ ქიქოძე, „სამხრეთული სპილო“. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა;
 
წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა - როსტომ ჩხეიძე, „პორტრეტი ოდისევსის სიჭაბუკისა“. გამომცემლობა „ჩვენი მწერლობა“;
 
წლის საუკეთესო  წიგნის  გარეკანის (ყდის) დიზაინი - დენიელ კიზი, „ყვავილები ელჯერნონისთვის“. დიზაინი: ნატალია ავალიანი.
 
გამარჯვებულებს ჯილდო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, მწერალთა სახლის დირექტორმა ნატა ლომოურმა და ჟიურის წევრებმა გადასცეს.

იხილეთ ფოტოგალერეა
 
პრემია „ლიტერას“ თითოეულმა გამარჯვებულმა საპრიზო თანხა - 5000 ლარი და პრიზი „ლიტერა“ მიიღო.

ლიტერატურული პრემია „ლიტერა“, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ საქართველოს მწერალთა სახლთან ერთად 2015 წელს დააარსა და მისი მიზანი ლიტერატურული პროცესების წახალისება და გააქტიურებაა.

კონკურსში მონაწილეობის უფლება ჰქონდა 2016 წელს საქართველოში წიგნად  ან ელექტრონულად გამოცემულ ყველა ორიგინალურ ლიტერატურულ ნაწარმოებს.  საკონკურსოდ  შემოსული 98  წიგნიდან ფინალურ ეტაპზე გავიდა 33. წელს, ნომინაციებში სიახლეა - „წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა“. ამასთან, ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ ერთადერთი კონკურსია, რომელიც გამარჯვებულს ავლენს წიგნის საუკეთესო დიზაინის (გარეკანის) ნომინაციაში.
facebooktwitteryoutube
 

MSY-Banner.png
შემოქმედებითი საქართველო
123.png
   

Events Calendar

Previous monthაპრილი 2017Next month
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
27 28 29 30 31 12
34 56 7 89
10 11 12 13141516
1718 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 2930
1 2 3 4 5 67

© ყველა უფლება დაცულია

 

ცხელი ხაზი: 1406
mc@culture.gov.ge