ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) საქართველოშია
04.06.2018
პროფესიონალი ქართველი სუმოისტი, ოძეკი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) საქართველოში ჩამოვიდა.
იხილეთ ფოტოგალერეა
ლევან გორგაძეს აეროპორტში საქართველოს სუმოს ფედერაციის პრეზიდენტი ლევან ცაგურია (კოკაი), ოჯახის წევრები, გულშემატკივრები და ჟურნალისტები დახვდნენ.
2018 წლის პროფსიონალური სუმოს ტურნირებზე ტოჩინოშინმა იანვრის თვეში იმპერატორის თასის მოპოვება შეძლო, მაისის ტურნირზე კი სუმოს რანგით მეორე ტიტული - ოძეკის ტიტული მოიპოვა.
2018 წელს მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ, ტოჩინოშინი საქართველოში იაპონიიდან პირველად ჩამოვიდა.