Eng ქარ
  • სიახლე
  • განცხადებები
  • ჩვენ შესახებ
    • სტრუქტურა
    • სამინისტროს დებულება
    • პრიორიტეტები
    • ვაკანსიები
    • სამართლებრივი აქტები
    • ინსტიტუციები (სსიპ)
    • ფოტოგალერეა
  • საჯარო ინფორმაცია
  • ბმულები
  • კონტაქტი
  • წლიური ანგარიში
სიახლე > გამოფენა „ლადო გუდიაშვილი და ქართული მონუმენტური მხატვრობა“

გამოფენა „ლადო გუდიაშვილი და ქართული მონუმენტური მხატვრობა“

21.12.2016 2016 წელს, ქართული თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებლის - ლადო გუდიაშვილის 120 წლის იუბილე აღინიშნება.

ამ თარიღთან დაკაშირებით, 21 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში კიდევ ერთი გამოფენა „ლადო გუდიაშვილი და ქართული მონუმენტური მხატვრობა“ გაიხსნა.

ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო. გამოფენაზე წარმოდგენილია ლადო გუდიაშვილის მრავალფეროვანი შემოქმედების ერთი ასპექტი – მონუმენტური მხატვრობა, რომელიც სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებულად აისახა.

იხილეთ ფოტოგალერეა

გამოფენა „ლადო გუდიაშვილი და ქართული მონუმენტური მხატვრობა“ წარმოადგენს ლადო გუდიაშვილის მიერ შუა საუკუნეების ქართული მონუმენტური მხატვრობის, მათ შორის, ექვთიმე თაყაიშვილის თაოსნობით 1917 წელს მოწყობილი ტაო-კლარჯეთისა და 1954 წელს, ბიჭვინთის V-VI საუკუნის ეკლესიის იატაკის მოზაიკის აღდგენა-გადარჩენის ექსპედიციის დროს (მხატვარ ოთარ სულავასთან ერთად) შესრულებულ ასლებს. ასევე, თავად ლადო გუდიაშვილის მიერ წლების განმავლობაში განხორციელებული თუ განუხორციელებელი კედლის მოხატულობების ესკიზებსა და უნიკალურ ფოტომასალას.

გამოფენა 2016 წლის 15 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

მისამართი: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ლადო გუდიაშვილის ქუჩა.

1916-1917 წლებში, სრულიად ახალგაზრდა ლადო გუდიაშვილი ჩაერთო საისტორიო- საეთნოგრაფიო და ქართველ ხელოვანთა საზოგადოებების მიერ, ეროვნული კულტურის შესწავლა-გადარჩენის მიზნით მოწყობილ ექსპედიციებში და მათი დავალებით ასრულებდა შუა საუკუნეების ქართული კედლის მხატვრობის ასლებს.
ამ დროიდან, ლადო გუდიაშვილი თავად ქმნიდა კედლის მხატვრობას ტფილისის მოდერნისტულ არტ-კაფეებსა და კლუბებში (მათ შორის, 1919 წელს ქართველ მწერალთა არტისტულ კაფე-კლუბ „ქიმერიონში“). ლადო გუდიაშვილს პარიზშიც და სამშობლოში დაბრუნების შემდეგაც არ შეუწყვეტია მონუმენტურ მხატვრობასთან დაკავშირებული პროექტების განხორციელება, მიუხედავად იმისა, რომ მათი უმეტესი ნაწილი დაუდევრობისა თუ საბჭოთა იდეოლოგიური წნეხის პირობებში მიზანმიმართულად ნადგურდებოდა. თავდაპირველი სახით შემორჩა მხოლოდ 1946 წელს მოხატული ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიის საკურთხეველი.
facebooktwitteryoutube
 

MSY-Banner.png
შემოქმედებითი საქართველო
123.png
   

Events Calendar

Previous monthდეკემბერი 2016Next month
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
28 29 30 123 4
5 6 7 8 9 10 11
1213 14 15 16 1718
19 20 21 22 23 2425
26 27 28 29 30 311
23456 78

© ყველა უფლება დაცულია

 

ცხელი ხაზი: 1406
mc@culture.gov.ge