Eng ქარ
  • სიახლე
  • განცხადებები
  • ჩვენ შესახებ
    • სტრუქტურა
    • სამინისტროს დებულება
    • პრიორიტეტები
    • ვაკანსიები
    • სამართლებრივი აქტები
    • ინსტიტუციები (სსიპ)
    • ფოტოგალერეა
  • საჯარო ინფორმაცია
  • ბმულები
  • კონტაქტი
  • წლიური ანგარიში
სიახლე > „ევროპის მემკვიდრეობის დღეები“ საქართველოში

„ევროპის მემკვიდრეობის დღეები“ საქართველოში

06.10.2017 საქართველოს მასშტაბით, ადგილობრივი თვითმმართველობების (აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ქ. ახალციხის მერია, ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობა, გორის მუნიციპალიტეტის მერია, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა) ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობა, სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობა, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობა), სამინისტროს სისტემაში შემავალი მუზეუმების, არასამთავრობო ორგნიზაციების ჩართულობით სემინარები, გამოფენები, შემეცნებითი ტურები და სხვადასხვა აქტივობები გაიმართა.

იხილეთ ფოტოგალერეა

ინიციატივა „ევროპის მემკვიდრეობის დღეები” ჯერ კიდევ 1985 წლიდან მომდინარეობს, ხოლო 1999 წლიდან წარმოადგენს ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ერთობლივ პროგრამას, რომელშიც მონაწილებას იღებს ევროპის კულტურული კონვენციის ხელმომწერი 50 ქვეყანა. ევროპის მემკვიდრეობის დღეები უმეტესად ყოველი წლის შემოდგომაზე, ერთ-ერთ შაბათ-კვირას იმართება და წარმოადგენს ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ღონისძიებათა ერთობლიობას,რომელიც გამოფენების, კონფერენციების, საჯარო ლექციების, და სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისათვის დაგეგმილი საგანმანათლებლო პროგრამებისა და აქტივობების მეშვეობით მიმართულია ევროპის კულტურული კონვენციის ხელმომწერი ქვეყნების კულტურული მემკვიდრეობის, როგორც საერთო ევროპული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებისაკენ.

ყოველწლიურად, პროგრამის ფარგლებში ორგანიზებული ღონისძიებები სპეციფიკური თემის ირგვლივ აღინიშნება. თემები ძირითად ფოკუსირებულია მემკვიდრეობის სხვადასხვა ტიპის, კულტურული მემკვიდრეობისა და სხვადასხვა დარგების ურთიერთკავშირის, ისტორიის სხვადასხვა პერიოდისა და საზოგადოების მემკვიდრეობისადმი დამოკიდებულების საკითხებზე. 
facebooktwitteryoutube
 

MSY-Banner.png
შემოქმედებითი საქართველო
123.png
   

Events Calendar

Previous monthოქტომბერი 2017Next month
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
25 2627 28 29 301
2 3 4 5 6 78
9 10 11 12 13 1415
1617 18 19 20 2122
23242526 27 2829
30 31 1 23 45

© ყველა უფლება დაცულია

 

ცხელი ხაზი: 1406
mc@culture.gov.ge