Eng ქარ
  • სიახლე
  • განცხადებები
  • ჩვენ შესახებ
    • სტრუქტურა
    • სამინისტროს დებულება
    • პრიორიტეტები
    • ვაკანსიები
    • სამართლებრივი აქტები
    • ინსტიტუციები (სსიპ)
    • ფოტოგალერეა
  • საჯარო ინფორმაცია
  • ბმულები
  • კონტაქტი
  • წლიური ანგარიში
სიახლე > ევროპის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი საქართველოს ეწვია

ევროპის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი საქართველოს ეწვია

29.06.2018 ევროპის კალათბურთის ფედერაციის (FIBA-Europe) პრეზიდენტი და საერთაშორისო ფედერაციის (FIBA) ვიცე-პრეზიდენტი თურგაი დემირელი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები.

დემირელს სამინისტროში უმასპინძლა კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად. შეხვედრას დაესწრნენ კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული და გენერალური მდივანი გიორგი ქართველიშვილი.
 
იხილეთ ფოტოგალერეა

მინისტრმა სტუმარს საქართველოში ჩამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი ქვეყნის სურვილი უმასპინძლოს ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩებს. მინისტრის თქმით, ამისთვის აუცილებელია მთავრობისა და კალათბურთის ფედერაციის ერთობლივი თანამშრომლობა და FIBA-ს დირექტივების გათვალისწინება. თავის მხრივ, კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ისაუბრა საქართველოს შანსებზე და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა შეძლებს FIBA-ს მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებას.

ევროპის 2021 წლის საკალათბურთო ჩემპიონატი 4 ქვეყანაში უნდა ჩატარდეს. მასპინძელი ქვეყნები ჯერჯერობით არ შერჩეულან. შესაბამისად, შესაძლებელია, რომ საქართველო განხილულ იქნას როგორც ჩემპიონატის მასპინძლობის ერთ-ერთი კანდიდატი.

დღესვე, თურგაი დემირელი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩს დაესწრება. საქართველოს ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონ სერბეთის ნაკრებს უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის სპორტის სასახლეში 19:00 საათზე დაიწყება.
facebooktwitteryoutube
 

MSY-Banner.png
შემოქმედებითი საქართველო
123.png
   

Events Calendar

Previous monthივნისი 2018Next month
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
282930 311 23
4 5 6 7 8 910
11 12 13 1415 16 17
1819 20 21 2223 24
25 262728 29 301
2 3 456 7 8

© ყველა უფლება დაცულია

 

ცხელი ხაზი: 1406
mc@culture.gov.ge