Eng ქარ
  • სიახლე
  • განცხადებები
  • ჩვენ შესახებ
    • სტრუქტურა
    • სამინისტროს დებულება
    • პრიორიტეტები
    • ვაკანსიები
    • სამართლებრივი აქტები
    • ინსტიტუციები (სსიპ)
    • ფოტოგალერეა
  • საჯარო ინფორმაცია
  • ბმულები
  • კონტაქტი
  • წლიური ანგარიში
სიახლე > დავით არჩილ სულაკაურის ნამუშევრების გამოფენა

დავით არჩილ სულაკაურის ნამუშევრების გამოფენა

05.07.2017 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 5 ივლისს, 18:00 საათზე, ი.გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში (მის. სიონის ქუჩა 8) თანამედროვე ქართველი ფერმწერის დავით არჩილ სულაკაურის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის 100-მდე ნამუშევარი და მისი შემოქმედების ამსახველი კატალოგი. ეს პირველი მასშტაბური გამოფენაა, რომელიც მხატვრის დაბადებიდან 65 წლისთავს ეძღვნება.

დავით არჩილ სულაკაურის ნამუშევრების გამოფენის პროექტმა, 2017 წელს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა.

თანამედროვე ქართველი ფერმწერის ნამუშევრები თბილისის ისტორიის მუზეუმში 10 სექტემბრამდე იქნება წარმოდგენილი.

დავით არჩილ სულაკაური ქმნის პეიზაჟებს, პორტრეტებს, მრავალფიგურიან კომპოზიციებს, სურათებს რელიგიურ სიუჟეტზე, გრაფიკულ ნამუშევრებს ხელნაკეთ ქაღალდზე. შთამბეჭდავია მისი დაზგური სურათები და მონუმენტური ტილოები, სადაც ერთად ჩნდება ტრადიციაც და ნოვაციაც. ხელოვანი მაქსიმალურად იყენებს ფერის მდიდარ შესაძლებლობებს, მიმართავს ფორმის გამიზნულ დეფორმაციას, სასურათო სიბრტყეს ტვირთავს ძლიერი ემოციური მუხტითა და განცდით.
facebooktwitteryoutube
 

MSY-Banner.png
შემოქმედებითი საქართველო
123.png
   

Events Calendar

Previous monthივლისი 2017Next month
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
26 27 2829 30 12
34 5 67 89
10 11 12 1314 1516
1718 19 20 21 2223
24 25 26 27 282930
31 123 4 56

© ყველა უფლება დაცულია

 

ცხელი ხაზი: 1406
mc@culture.gov.ge