Eng ქარ
  • სიახლე
  • განცხადებები
  • ჩვენ შესახებ
    • სტრუქტურა
    • სამინისტროს დებულება
    • პრიორიტეტები
    • ვაკანსიები
    • სამართლებრივი აქტები
    • ინსტიტუციები (სსიპ)
    • ფოტოგალერეა
  • საჯარო ინფორმაცია
  • ბმულები
  • კონტაქტი
  • წლიური ანგარიში
სიახლე > „ცოცხალი წიგნები“ სკოლებში

„ცოცხალი წიგნები“ სკოლებში

01.02.2017 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ პროექტით „ცოცხალი წიგნები“ თანამშრომლობა დაიწყო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, რაც პროექტის მონაწილე თანამედროვე ქართველი მწერლების სკოლებში სტუმრობასა და მოსწავლეებთან შეხვედრებს გულისხმობს.

იხილეთ ფოტოგალერეა
 
პროექტის ფარგლებში, 1 თებერვალს, თბილისის №55 საჯარო სკოლას პოეტი, მარიამ წიკლაური ეწვია. შეხვედრას პროექტის ავტორი და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი ქეთევან დუმბაძეც ესწრებოდა, რომელმაც პატარებისთვის ნოდარ დუმბაძის ლექსები წაიკითხა. ამავე სკოლის უფროსკლასელებთან შეხვედრა გამართეს დღეს მწერლებმა- რეზო თაბუკაშვილმა და გაგა ნახუცრიშვილმა.
 
თანამედროვე ქართველი მწერლების სტუმრობა ასევე შედგა მიხეილ გრუშევსკის სახელობის ქალაქ თბილისის №41 საჯარო სკოლაში, ქართველ იუნკერთა სახელობის ქალაქ თბილისის №52 საჯარო სკოლასა და სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის №54 საჯარო სკოლაში. მწერალთა შემადგენლობაში იყვნენ: ვასო გულეური, გიორგი კაკაბაძე, დათო ყანჩაშვილი, მარიკა მამალაძე, ნინო გუგეშაშვილი, ირაკლი შამათავა.
 
პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია 70-მდე თანამედროვე ქართველი მწერლის შეხვედრა მოსწავლეებთან, თბილისის 150 სკოლაში.
 
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ უპრეცედენტოდ მასშტაბური ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტი „ცოცხალი წიგნები“ 2016 წლის 14 აპრილს, „დედაენის დღეს’’ დაიწყო. პროექტი, რომელშიც თავდაპირველად 75 მწერალი იყო ჩართული, 4 ეტაპად განხორციელდა და გულისხმობდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, კულტურის სახლებში სტუმრობას, მკითხველთან შეხვედრას, პოეზიის საღამოების გამართვას და დისკუსიებს ადგილობრივ მოსახლეობასთან მათთვის საინტერესო თემებზე.
 
პროექტმა დროთა განმავლობაში უფრო მასშტაბური სახე მიიღო,- „ცოცხალი წიგნები“ შეხვედრებს მართავს როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და სამხედრო ნაწილებში, აგრეთვე, უკვე სკოლებშიც, სადაც თანამედროვე ქართველ მწერლებს სკოლის მოსწავლეები პირადად ეცნობიან.
 
მარჯანიშვილის თეატრთან თანამშრომლობის დაწყების შემდეგ, მკითხველი მწერლის შემოქმედებას ახალი ფორმით, მონო- სპექტაკლის სახით ეცნობა. პროექტის „ცოცხალი წიგნები“ მსვლელობისას, მწერლები აწარმოებენ დღიურებს და ჩანაწერებს, რომლის მიხედვითაც, პროექტის დასრულების შემდეგ, წიგნი „მწერლის დღიურები“ გამოიცემა.
 
პროექტის ავტორია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი ქეთევან დუმბაძე, პროექტის კურატორი- მარიამ წიკლაური.

2015 წელს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ლიტერატურული პროექტი „ცოცხალი წიგნები“ საზოგოდოებრივი მაუწყებლის ჯილდოს „წლის საუკეთესო მოვლენა ლიტერატურის დარგში“ მფლობელი გახდა.
facebooktwitteryoutube
 

MSY-Banner.png
შემოქმედებითი საქართველო
123.png
   

Events Calendar

Previous monthთებერვალი 2017Next month
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
30 31 1 2 3 4 5
678 910 1112
131415 1617 1819
20 21 2223242526
272812 345
6 7 89 101112

© ყველა უფლება დაცულია

 

ცხელი ხაზი: 1406
mc@culture.gov.ge