Eng ქარ
  • სიახლე
  • განცხადებები
  • ჩვენ შესახებ
    • სტრუქტურა
    • სამინისტროს დებულება
    • პრიორიტეტები
    • ვაკანსიები
    • სამართლებრივი აქტები
    • ინსტიტუციები (სსიპ)
    • ფოტოგალერეა
  • საჯარო ინფორმაცია
  • ბმულები
  • კონტაქტი
  • წლიური ანგარიში
სიახლე > ბოლნისის ახალი მუზეუმის მშენებლობის პირველი ეტაპი დასრულდა

ბოლნისის ახალი მუზეუმის მშენებლობის პირველი ეტაპი დასრულდა

16.12.2016 15 დეკემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე ბოლნისის მუზეუმის ახალ შენობაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს გაეცნენ. ასევე გაიმართა მუზეუმის კონცეფციის პრეზენტაცია.

იხილეთ ფოტოგალერეა

სამუშაოების დასრულების შემდეგ, თანამედროვე სამუზეუმო სტანდარტების გათვალისწინებით, სპეციალისტები ჩაატარებენ გარემოპირობების მონიტორინგს, მოხდება შენობის ადაპტაცია კოლექციების მისაღებად და მუზეუმის აღჭურვის შემდეგ, მომზადდება ექსპონატები ინსტალაციისთვის.

ბოლნისის მუზეუმის მუდმივმოქმედ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მდიდარი ვიზუალური მასალა დმანისიდან არუხლოდან და საყდრისიდან.

ბოლნისის მუზეუმი იქნება საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვანი სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრი. მუზეუმში მოეწყობა დროებითი გამოფენები და სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება. მუზეუმი შეასრულებს რაიონში კულტურის, არაფორმალური განათლებისა და ტურიზმის ცენტრის ფუნქციას, სადაც იმუშავებს მედიათეკა და საკონფერენციო დარბაზი.

ექსპოზიციის სამეცნიერო კონცეფცია მუშავდება ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის დავით ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით. სამეცნიერო თემების კურატორები არიან როგორც ქართველი, ასევე გერმანელი მეცნიერები. 

2015 წლის დასაწყისში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა მოამზადა ბოლნისში ახალი მუზეუმის შექმნის კონცეფცია.

2015 წლის ზაფხულში გამოცხადდა კონკურსი ბოლნისის ახალი სამუზეუმო-საგანმანათლებლო სივრცის პროექტირებაზე. კონკურსში გაიმარჯვა კომპანიამ „არქიტექტორები.ჯი“. არქიტექტურული პროექტის ავტორია გაგა კიკნაძე. 2016 წლის მაისში დაიწყო მუზეუმის სამშენებლო სამუშაოები. საქართველოს ეროვნული მუზეუმი მუშაობს მუზეოგრაფიაზე ფრანგ დიზაინერთან ლინა ლოპესთან ერთად, რომელიც მრავალი წელია წარმატებით თანამშრომლობს ინსტიტუციასთან. აღსანიშნავია, რომ სწორედ ეს ჯგუფი მუშაობდა სვანეთის მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტზე.

ბოლნისის ახალი მუზეუმის არქიტექტურული პროექტის მომზადებისა და სამშენებლო სამუშაოების ხარჯები სრულად დაფარა „RMG Gold“-მა. კომპანია აგრძელებს პროექტის შემდგომი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოების მხარდაჭერას.
facebooktwitteryoutube
 

MSY-Banner.png
შემოქმედებითი საქართველო
123.png
   

Events Calendar

Previous monthდეკემბერი 2016Next month
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
28 29 30 123 4
5 6 7 8 9 10 11
1213 14 15 16 1718
19 20 21 22 23 2425
26 27 28 29 30 311
23456 78

© ყველა უფლება დაცულია

 

ცხელი ხაზი: 1406
mc@culture.gov.ge