Urban LAB - RE კონცეფცია
25.05.2017
17-18 მაისს, თბილისის სამხატვრო აკადემიაში „შემოქმედებითი საქართველოს“ ორგანიზებით გაიმართა Urban Lab - REკონცეფცია - ურბანული პროექტის განვითარების ორდღიანი სემინარი, რომლის მიზანი იყო მონაწილეთა მიერ კონკრეტული სივრცის შემოქმედებით-რეკრეაციული განვითარების გეგმის ჩამოყალიბება.
სემინარის ორგანიზატორი - "შემოქმედებითი საქართველო"; მხარდამჭერები: თბილისის მერია, თბილისის მთავარი ბიბლიოთეკა, თბილისის სამხატვრო აკადემია, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამა.
იხილეთ ფოტოგალერეა
სემინარი გაიხსნა სალექციო ნაწილით, რათა მონაწილეებს საშუალება ჰქონოდათ თეორიულად გაცნობოდნენ კულტურული სივრცეების განვითარების მნიშვნელობას. ზურაბ წერეთელმა, თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის დირექტორმა, სტუდენტებს გააცნო ბიბლიოთეკის დღევანდელი გამოწვევები. სემინარის ფარგლებში, სასწავლო ვიზიტი მოეწყო ბიბლიოთეკაში, რათა სტუდენტები დეტალურად გაცნობოდნენ არსებულ მდგომარეობას.
სემინარის ფარგლებში, მონაწილეები მენტორების დახმარებით მუშაობდნენ ჯგუფებში იდეაზე თუ როგორ შეიძლება განვითარდეს თბილისის მთავარი ბიბლიოთეკა და გადაიქცეს მრავალფუნქციურ შემოქმედებით ცენტრად. ჯგუფებში წარმოდგენილნი იყვნენ სხვადასხვა მიმართულების სტუდენტები. ჯგუფებს მენტორობას უწევდნენ: ანა რიაბოშენკო - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პოპულარიზაციის, რეგიონული პროგრამებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორი; ლევან ხუციშვილი - ილიას უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი, არასმთავრობო ორგანიზაციის „გერგარტი“ დირექტორი და გერმანული ორგანიზაცია Mitost-ის პროგრამების მენტორი, ასევე, თსუს პოლიტიკის მეცნიერების ფაკულტეტის დოქტორანტი მონაწილეობითი ურბანული პოლიტიკის განხრით; ნანა ქუთათელაძე - არქიტექტურის დოქტორი, თსსა ასოცირებული პროფესორი, „აღმაშენებლის გამზირის მიმდებარე ტერიტორიის ურბანული ფორმირების წანამძღვრებისა და განვითარების შესაძლებლობები“; გიორგი გურგენიძე - არქიტექტურა, ახალი ტექნოლოგიები, მეწარმეობა; Deehubs & Eva Blockchain თანადამფუძნებელი; დავით თუშიშვილი - თანადამფუძნებელი Tushiconcept, Vere Loft, Vere Blooms & Terminal.
სემინარის ბოლოს, გაიმართა დამუშავებული იდეებისა და პროექტების პრეზენტაცია (პიჩინგი) საგანგებოდ შერჩეული ჟიურის წინაშე. გამარჯვებულ კონცეფციად დასახელდა მეორე ჯგუფის პროექტი; ჯგუფს ასევე გადაეცა Vere LOFT-სგან ერთ თვიანი პაკეტი.
სსიპ „შემოქმედებითი საქართველო“ გამარჯვებული პროექტის განხორციელებას დაეხმარება ადვოკატირების, კონსულტაციების, დაფინანსების წყაროების მოძიებისა და პარტნიორობის გზით.