Eng ქარ
  • სიახლე
  • განცხადებები
  • ჩვენ შესახებ
    • სტრუქტურა
    • სამინისტროს დებულება
    • პრიორიტეტები
    • ვაკანსიები
    • სამართლებრივი აქტები
    • ინსტიტუციები (სსიპ)
    • ფოტოგალერეა
  • საჯარო ინფორმაცია
  • ბმულები
  • კონტაქტი
  • წლიური ანგარიში
სიახლე > "თბილისის გარდაქმნა შემოქმედებით ცენტრად" - კონფერენცია

"თბილისის გარდაქმნა შემოქმედებით ცენტრად" - კონფერენცია

29.09.2016 29 სექტემბერს, სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi-ში გაიხსნა კონფერენცია სახელწოდებით: "თბილისის გარდაქმნა შემოქმედებით ცენტრად". 

ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი და სხვა უწყების წარმომადგენლები ესწრებიან. კონფერენციაში მონაწილეობენ ადგილობრივი მკვლევარები, მოქმედი სპეციალისტები და საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც მუშაობენ კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების სხვადასხვა სექტორში.

იხილეთ ფოტოგალერეა

კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს დისკუსიას თანამედროვეობასა და ტრადიციებს შორის ურთიერთქმედებაზე, არსებულ გარემოში შემოქმედებითობის განვითარებისათვის. კონფერენციის მონაწილეები იმსჯელებენ თუ როგორ უნდა მოხდეს კულტურული და შემოქმედებითი ეკოსისტემის დიზაინ-დაგეგმარება ქალაქის განვითარებისთვის, საჭირო პირობების შექმნა შემოქმედებითი მეწარმეებისთვის და რა ცვლილებების განხორციელებაა საჭირო იმისთვის, რომ თბილისი რეგიონის შემოქმედებით ცენტრად იქცეს. საუბარი შეეხება ასევე ხელოვნებისა და კულტურის როლს ჩვენი ქვეყნის ეკონომიურ განვითარებაში. კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია დისკუსიაც თემაზე "როგორ შევქმნათ ხელსაყრელი პირობები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეგიონული თანამშრომლობისთვის თბილისში".

კონფერენციის ორგანიზატორია ააიპ "შემოქმედებითი საქართველო", პარტნიორები - თბილისის საკრებულო, ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამა, თბილისის მერია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და შემოქმედებითი ევროპის საქართველოს ოფისი. ღონისძიება ჩატარდება სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi- ში.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აქტიურად უჭერს მხარს ქვეყანაში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიან გეგმაში პრიორიტეტულად არის მიჩნეული განათლების და ეკონომიკის საკითხები - თავის მხრივ, შემოქმედებით ინდუსტრიებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს აღნიშნული სფეროების განვითარებაში.

ამ მიზნით, შემუშავდა "საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების გზამკვლევი", რომლის პრეზენტაციასაც ღონისძიებაზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი გამართავს. გზამკვლევში წარმოდგენილია სექტორის განვითარების უნივერსალური მოდელი, სამინისტროს მიერ განხორციელებული აქტივობები და ის პროექტები/პროგრამები, რომელთა განხორციელებასაც სამინისტრო გეგმავს შესაბამის სტრუქტურებთან, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში.

საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების თემასთან დაკავშირებით, 8-9 დეკემბერს დაგეგმილია პირველი ეროვნული კულტურული ფორუმი "შემოქმედებითი საქართველო: კულტურა და შემოქმედება ინოვაციისა და განვითარებისთვის". ფორუმი ემსახურება შემოქმედებითი ინდუსტრიების, ქვეყნისა და რეგიონის მდგრად განვითარებაში მათი გავლენის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, სხვადასხვა მხარეს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, სექტორში არსებული ტენდენციების წარმოჩენას და ევროკავშირის გამოცდილების გაზიარებას სექტორის განვითარებასთან მიმართებაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის კარგი მაგალითების გაზიარებას და სხვა.

ფორუმზე მოწვეულნი არიან კულტურის მინისტრები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ევროკომისიის გენერალური დირექტორატების წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის პროფესიონალები.

ფორუმის ფარგლებში იგეგმება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების თბილისის მანიფესტის მიღება.

ფორუმის ორგანიზატორები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამა, თბილისის მერია და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო.
 
facebooktwitteryoutube
 

MSY-Banner.png
შემოქმედებითი საქართველო
123.png
   

Events Calendar

Previous monthსექტემბერი 2016Next month
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 12
3 4 5 6 7 89

© ყველა უფლება დაცულია

 

ცხელი ხაზი: 1406
mc@culture.gov.ge