Eng ქარ
  • სიახლე
  • განცხადებები
  • ჩვენ შესახებ
    • სტრუქტურა
    • სამინისტროს დებულება
    • პრიორიტეტები
    • ვაკანსიები
    • სამართლებრივი აქტები
    • ინსტიტუციები (სსიპ)
    • ფოტოგალერეა
  • საჯარო ინფორმაცია
  • ბმულები
  • კონტაქტი
  • წლიური ანგარიში
სიახლე > ​კულტურის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში

​კულტურის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში

04.11.2015 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ოფიციალური ვიზიტით  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა შედგა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კულტურის მინისტრთან ლუო შუგანთან. საუბრისას ძირითადი ყურადღება გამახვილდა კულტურის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების აუცილებლობაზე, რასაც ასევე, განსაკუთრებული მნიშვნელობა „ახალი აბრეშუმის გზა ეკონომიკური სარტყელის“ პროექტის კონტექსტში ენიჭება. მინისტრებმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის შეთანხმებას, კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ 2016-2019 წწ., რომლის იმპლემენტაცია გულისხმობს საქართველოში ჩინეთის, ხოლო ჩინეთში საქართველოს კულტურის ცენტრების შექმნას; ერთობლივი სახელოვნებო ფესტივალების ორგანიზებას; გამოფენა-ბაზრობების, მათ შორის, ეროვნული რეწვის სავაჭრო ბაზრობების მოწყობას; კულტურული მემკვიდრეობის დარგში გამოცდილების გაზიარებასა და მუზეუმებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას; კულტურის სფეროში მოღვაწე სხვა ინსტიტუტებს შორის პირდაპირი კავშირების ხელშეწყობასა და სხვა.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა პეკინში ყოფნისას, შეხვედრები გამართა ჩინეთის სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან - ჩინეთის კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო ადმინისტრაცია, ჩინეთის ეროვნული მუზეუმი და ჩინეთის „სონგ ჩინ ლინის ფონდი“. შეხვედრებზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული პრიორიტიტული მიმართულებები და პერსპექტივები დასახეს.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, საქართველოსა და ესტონეთის საელჩოების მხარდაჭერით, გაიმართა მიხეილ გიორგაძის არაფორმალური შეხვედრა პეკინში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან და ჩინეთის კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან, ქართული დიასპორასთან და ქართველ სტუდენტებთან. შეხვედრაზე მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა, ასევე, ნაჩვენები იყო მიმდინარე წელს ოსკარზე ნომირიებული ქართული ფილმი „სიმინდის კუნძილი“.

იხილეთ ფოტოგალერეა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი გაგრძელდება ქ. შანხაიში, სადაც იგეგმება ადგილობრივ ხელისუფლებისა და კულტურასთან დაკავშირებულ ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებთან ოფიციალური შეხვედრები.


 
facebooktwitteryoutube
 

MSY-Banner.png
შემოქმედებითი საქართველო
123.png
   

Events Calendar

Previous monthნოემბერი 2015Next month
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
26 27 28 29 30 31 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 1213 14 15
16 17 18 19 20 2122
2324 25 26 27 28 29
30 1 2 3 4 5 6

© ყველა უფლება დაცულია

 

ცხელი ხაზი: 1406
info@culture.gov.ge