Eng ქარ
  • სიახლე
  • განცხადებები
  • ჩვენ შესახებ
    • სტრუქტურა
    • სამინისტროს დებულება
    • პრიორიტეტები
    • ვაკანსიები
    • სამართლებრივი აქტები
    • ინსტიტუციები (სსიპ)
    • ფოტოგალერეა
  • საჯარო ინფორმაცია
  • ბმულები
  • კონტაქტი
  • წლიური ანგარიში
სიახლე > ცოცხალი წიგნები ჯარში

ცოცხალი წიგნები ჯარში

07.11.2015 7 ნოემბერს, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძემ ორ უწყებას შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რის შემდეგაც სამხედრო ნაწილებში, კულტურის სამინისტროს ინიციატივით, განხორციელდება გრძელვადიანი პროექტი „ცოცხალი წიგნები ჯარში“. 

პროექტის ფარგლებში თანამედროვე ქართველი მწერლები შეიარაღებული ძალების სამხედრო ქვედანაყოფებს ესტუმრებიან და ჯარისკაცებს საკუთარ შემოქმედებას გააცნობენ.

პირველი შეხვედრა 7 ნოემბერს, მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, კოჯორში, სერჟანტთა მომზადების ცენტრში გაიმართა. სამხედროებს ესტუმრნენ: კატო ჯავახიშვილი, ნიკა ჯორჯანელი, ზვიად რატიანი, დათო ყანჩაშვილი, გიორგი არაბული, სოსო მეშველიანი, შოთა იათაშვილი, თამარ ფხაკაძე, ნინია სადღობელაშვილი, ბექა ქურხული, გაგა ნახუცრიშვილი, მარიამ წიკლაური და პროექტის ხელმძღვანელი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი ქეთევან დუმბაძე.

იხილეთ ფოტოგალერეა

„ცოცხალი წიგნები“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უპრეცედენტოდ მასშტაბური ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტია და გულისხმობს მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, კულტურის სახლებსა და სამხედრო ნაწილებში თანამედროვე მწერლების სტუმრობასა და მკითხველთან შეხვედრას. პროექტის ფარგლებში უკვე მოეწყო 120-ზე მეტი შეხვედრა, გაიმართა პოეზიის საღამოები და დისკუსიები ადგილობრივ მოსახლეობასთან მათთვის საინტერესო თემებზე. რეგიონებში ვიზიტის პერიოდში, მწერლებმა აწარმოეს დღიურები და ჩანაწერები, რომლის მიხედვითაც, პროექტის დასრულების შემდეგ, გამოიცემა წიგნი „მწერლის დღიურები“.
facebooktwitteryoutube
 

MSY-Banner.png
შემოქმედებითი საქართველო
123.png
   

Events Calendar

Previous monthნოემბერი 2015Next month
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
26 27 28 29 30 31 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 1213 14 15
16 17 18 19 20 2122
2324 25 26 27 28 29
30 1 2 3 4 5 6

© ყველა უფლება დაცულია

 

ცხელი ხაზი: 1406
info@culture.gov.ge