Eng ქარ
  • სიახლე
  • განცხადებები
  • ჩვენ შესახებ
    • სტრუქტურა
    • სამინისტროს დებულება
    • პრიორიტეტები
    • ვაკანსიები
    • სამართლებრივი აქტები
    • ინსტიტუციები (სსიპ)
    • ფოტოგალერეა
  • საჯარო ინფორმაცია
  • ბმულები
  • კონტაქტი
  • წლიური ანგარიში
სიახლე > „ცოცხალი წიგნები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში“

„ცოცხალი წიგნები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში“

19.11.2015 რუსთავის მე-16 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა ხელი მოაწერეს ორ უწყებას შორის თანამშრომლობის მემორანდუმს, რის შედეგადაც, პენიტენციურ დაწესებულებებში გრძელვადიანი პროექტი - „ცოცხალი წიგნები სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში“ განხორციელდება.

იხილეთ ფოტოგალერეა

პროექტის ინიციატორი კულტურის სამინისტროა. თანამედროვე ქართველი მწერლები სასჯელაღსრულების დაწესებულებებს ესტუმრებიან და მსჯავრდებულებს საკუთარ შემოქმედებას გააცნობენ. 

პირველი შეხვედრა, მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, რუსთავის მე-16 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაიმართა. მსჯავრდებულებს ესტუმრნენ: ბექა ქურხული, მაკა ლდოკონენი, ვასილ გულეური, ნიკოლოზ ჯორჯანელი და გიორგი საჯაია; ასევე პროექტის ხელმძღვანელი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი ქეთევან დუმბაძე და პროექტის კოორდინატორი მარიამ წიკლაური. 

რუსთავის მე-16 სასჯელაღსრულების დაწესებულებას საჩუქრად საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული წიგნები გადაეცა. 

„ცოცხალი წიგნები“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უპრეცედენტოდ მასშტაბური ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტია და გულისხმობს მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, კულტურის სახლებში, სამხედრო ნაწილებში და სხვა დაწესებულებებში თანამედროვე მწერლების სტუმრობასა და მკითხველთან შეხვედრას. პროექტის ფარგლებში უკვე მოეწყო 120-ზე მეტი შეხვედრა, გაიმართა პოეზიის საღამოები და დისკუსიები ადგილობრივ მოსახლეობასთან მათთვის საინტერესო თემებზე. რეგიონებში ვიზიტის პერიოდში, მწერლებმა აწარმოეს დღიურები და ჩანაწერები, რომლის მიხედვითაც, პროექტის დასრულების შემდეგ, გამოიცემა წიგნი „მწერლის დღიურები“.
facebooktwitteryoutube
 

MSY-Banner.png
შემოქმედებითი საქართველო
123.png
   

Events Calendar

Previous monthნოემბერი 2015Next month
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
26 27 28 29 30 31 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 1213 14 15
16 17 18 19 20 2122
2324 25 26 27 28 29
30 1 2 3 4 5 6

© ყველა უფლება დაცულია

 

ცხელი ხაზი: 1406
info@culture.gov.ge