ცნობილი ბალეტმაისტერი ჭაბუკიანის საბალეტო სასწავლებელს სტუმრობს
27.10.2015
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ვ.ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო ხელოვნების სასწავლებელს იაპონიაში მცხოვრები რუსი ბალეტმაისტერი ალექსანრ მიშუტინი სტუმრობს. ცნობილი მოცეკვავე მოსწავლეების მონაწილეობით დგამს საბალეტო სპექტაკლს „არლეკინის მილიონები“, რომელიც სასწავლებლის გამოსაშვებ საღამოზე იქნება წარმოდგენილი.
ვ.ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელი ერთადერთია ქვეყანაში, რომელიც პროფესიონალ ბალეტის მსახიობებს ამზადებს. მთელი წლის განმავლობაში, სასწავლებლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა სპექტაკლში, რომელიც იდგმება ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. წარმოდგენებს შორის არის: „მაკნატუნა", „გედების ტბა", „დონ კიხოტი", „ჟიზელი" და სხვა.