საჯარო ლექცია ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრში
20.11.2015
ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის საჯარო ლექცია ჩატარდა. შეხვედრა სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის იყო განკუთვნილი.
„საყდრისის დაცვის კომიტეტის“ წევრებმა ადგილზე საპროტესტო პლაკატები მიიტანეს და ლექციის ჩაშლას შეეცადნენ, თუმცა მიხეილ გიორგაძე მათ კითხვებს ორსაათნახევრის განმავლობაში პასუხობდა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე საუბრის გარდა, მინისტრმა კომიტეტის წევრებს ბოლნისის მუზეუმის კონცეფციაც გააცნო, სადაც ყაჩაღიანის ობიექტზე აღმოჩენილი მასალები განთავსდება.
იხილეთ
ფოტოგალერეა
"ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრი" საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პროექტია, რომელიც National Endowment for Democracy (NED)-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.