Eng ქარ
  • სიახლე
  • განცხადებები
  • ჩვენ შესახებ
    • სტრუქტურა
    • სამინისტროს დებულება
    • პრიორიტეტები
    • ვაკანსიები
    • სამართლებრივი აქტები
    • ინსტიტუციები (სსიპ)
    • ფოტოგალერეა
  • საჯარო ინფორმაცია
  • ბმულები
  • კონტაქტი
  • წლიური ანგარიში
სიახლე > საქართველო ტალინის კინოფესტივალზე

საქართველო ტალინის კინოფესტივალზე

15.11.2015 2015 წელს, ტალინის ბნელი ღამეების მე-19 კინოფესტივალის საპატიო სტუმარი ქვეყანა საქართველოა. 13-29 ნოემბერს, ესტონეთი ქვეყნის ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო კინოფესტივალს მასპინძლობს, რომელმაც გასულ წელს A კლასის ფესტივალის სტატუსი მოიპოვა.

ღონისძიების გახსნას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მინისტრის მოადგილე კახი კანდელაკი ესწრებოდნენ. ფესტივალის გახსნის ცერემონია ტალინის საკონცერტო დარბაზში - „ნორდეა“ შედგა, სადაც კინომუსიკის პროგრამით კონცერტი გამართა საქართველოს ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით. ფესტივალი კოტე მიქაბერიძის უხმო ფილმმა „ჩემი ბებია“ გახსნა - ჩვენება მუსიკალურად გაფორმა ნიკოლოზ რაჭველის მიერ სპეციალურად შექმნილმა ნაწარმოებმა, რომელიც საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ცოცხალი შესრულებით გაჟღერდა. ამავე დღეს, კინოფესტივალის ფარგლებში, საქართველოს თეატრის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის ორგანიზებით მოეწყო ძველი ქართული ფილმების კინოაფიშების გამოფენაც.

იხილეთ ფოტოგალერეა

ფესტივალის მთავარ კონკურსში მონაწილეობს ვანო ბურდულის ფილმი „გაყინული შადრევნების წელიწადი’’ - სწორედ ტალინში შედგება ფილმის მსოფლიო პრემიერა. გარდა ამისა, ფესტივალის ფოკუსში მოქცეულია, როგორც ბოლო წლების წარმატებული ქართული ნამუშევრები, ასევე ქართული კინოკლასიკა.

ფესტივალის პროგრამაში 13 ქართული ფილმია:
  • ზამთრის სიმღერა - ოთარ იოსელიანი
  • ჩემი ბებია - კოტე მიქაბერიძე 
  • ფიროსმანი - გიორგი შენგელაია 
  • ნატვრის ხე - თენგიზ აბულაძე 
  • ცისფერი მთები - ელდარ შენგელაია 
  • მონანიება - თენგიზ აბულაძე 
  • იავნანა - ნანა ჯანელიძე 
  • სამი სახლი - ზაზა ურუშაძე 
  • გაღმა ნაპირი - გიორგი ოვაშვილი 
  • მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს - თინა გურჩიანი 
  • შემთხვევითი პაემნები - ლევან კოღუაშვილი 
  • პატარძლები - თინათინ ყაჯრიშვილი
  • მე ვარ ბესო - ლაშა ცქვიტინიძე

ტალინის ბნელი ღამეების მე-19 კინოფესტივალის ფარგლებში ასევე იგეგმება სტუდენტური ფილმების რეტროსპექტივა. ნაჩვენები იქნება საქართველოს კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ გადაღებული 5 ფილმი (პრეზენტატორი დათო ჯანელიძე). ფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში კი მონაწილეობს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტის სალომე ვეფხვაძის ფილმი „მე, მამა და ისინი", რომელიც საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ დაფინანსდა და წელს უკვე მოიპოვა ორი საერთაშორისო პრიზი.

ტალინის ბნელი ღამეების ფესტივალთან უკვე წლებია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ეროვნული კინოცენტრი და საქართველოს საელჩო ესტონეთის რესპუბლიკაში. 
facebooktwitteryoutube
 

MSY-Banner.png
შემოქმედებითი საქართველო
123.png
   

Events Calendar

Previous monthნოემბერი 2015Next month
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
26 27 28 29 30 31 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 1213 14 15
16 17 18 19 20 2122
2324 25 26 27 28 29
30 1 2 3 4 5 6

© ყველა უფლება დაცულია

 

ცხელი ხაზი: 1406
info@culture.gov.ge