Eng ქარ
  • სიახლე
  • განცხადებები
  • ჩვენ შესახებ
    • სტრუქტურა
    • სამინისტროს დებულება
    • პრიორიტეტები
    • ვაკანსიები
    • სამართლებრივი აქტები
    • ინსტიტუციები (სსიპ)
    • ფოტოგალერეა
  • საჯარო ინფორმაცია
  • ბმულები
  • კონტაქტი
  • წლიური ანგარიში
სიახლე > მოზარდმაყურებელთა თეატრი მაკედონიაში საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე

მოზარდმაყურებელთა თეატრი მაკედონიაში საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე

26.10.2015 31 ოქტომბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრი მაკედონიის ქალაქ სკოპიეში საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში „SkupiFestival” მიიღებს მონაწილეობას. წარმოდგენილი იქნება რეჟისორ ნიკოლოზ საბაშვილისა და მოზარდმაყურებელთა პროფესიული თეატრის ერთობილივი ინოვაციური პროექტი „1945“.

სპექტაკლში გადმოცემულია ადოლფ ჰიტლერის ებრაელებთან თანაცხოვრების წლები. ბავშვობიდან დიქტატორობამდე განვლილი პერიოდი, რომელშიც ერთ-ერთი მთავარი ხაზი, ჰიტლერის მიუწვდომელი სიყვარულია. „1945“ სიმბოლოებით არის დატვირთული, თხრობა ეტიუდების ხერხით მიმდინარეობს. გამოყენებულია მინიმალური ტექსტები ებრაულ და გერმანულ ენებზე. სპექტაკლი ინტერაქტიულია და ის მაყურებლის ჩართულობას პარტერში შესვლისთანავე გულისხმობს. ორიგინალური გადმოცემის მანერა მაყურებელს საშუალებას აძლევს, იყოს მოვლენების მონაწილე და განიცადოს ყველა ის ნიუანსი, რომელიც საკუთარ თავზე ათი ათასობით ადამიანმა გამოცადა.


 
facebooktwitteryoutube
 

MSY-Banner.png
შემოქმედებითი საქართველო
123.png
   

Events Calendar

Previous monthოქტომბერი 2015Next month
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
28 29 30 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
2 3 4 5 6 7 8

© ყველა უფლება დაცულია

 

ცხელი ხაზი: 1406
info@culture.gov.ge