მინისტრმა წარმატებულ სტუდენტებს ჯაზ-ფესტივალის ბილეთები საჩუქრად გადასცა
22.10.2015
22 ოქტომბერს, კულტურის სამინისტროში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე კონსერვატორიის, „ნიჭიერთა ათწლედისა" და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯაზ-ვოკალის ფაკულტეტის წარმატებულ სტუდენტებს შეხვდა და საჩუქრად თბილისის მე-18 ჯაზ-ფესტივალის ბილეთები გადასცა.
იხილეთ
ფოტოგალერეა:
თბილისის ჯაზ-ფესტივალი, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიო დონის ვარსკვლავებს მასპინძლობს, საგანმანათლებლო კომპონენტსაც მოიცავს და ნიჭიერ სტუდენტებს კონცერტებსა და მასტერკლასებზე დასწრების საშუალებას აძლევს.
23 – 29 ოქტომბერს, თბილისის რიგით მე-18 ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში, თბილისის საკონცერტო დარბაზში კონცერტებს გამართავენ მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები: კანადელი მომღერალი და პიანისტი დაიანა კროლი; ჯაზის სუპერვარსკვლავი, ბასისტი და ვოკალისტი ესპერანცა სპალდინგი; მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო დრამერი ჯეფ ბალარდი და მისი ტრიო; ვირტუოზი არფისტი ედმარდ კასტანელა და ცნობილი მესაყვირე ავიშა კოენი. ჯაზ-ფესტივალს კონცერტით დაასრულებს ვარსკვლავური შემადგენლობის ლეგენდარული ჯგუფი „Fourplay“.
ფესტივალის პროგრამა:
23 ოქტომბერი - 20:00 სთ - თბილისის საკონცერტო დარბაზი - DIANA KRALL - Wallflower World Tour
25 ოქტომბერი - 20:00სთ - თბილისის საკონცერტო დარბაზი - ESPERANZA SPALDING Presents: EMILY’S D+EVOLUTION
26 ოქტომბერი - 20:00 სთ - ივენთ ჰოლი - JEFF BALLARD TRIO
27 ოქტომბერი - 20:00 სთ - ივენთ ჰოლი - AVISHAI COHEN Triveni
28 ოქტომბერი - 20:00 სთ - ივენთ ჰოლი - EDMAR CASTANEDA TRIO
29 ოქტომბერი - 20:00 სთ - თბილისის საკონცერტო დარბაზი - FOURPLAY - Celebrating 25 Years On Stage
ფესტივალის წარმომდგენი: თიბისი ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურება TBC STATUS;
ფესტივალის მხარდამჭერები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის მერია, ისრაელის საელჩო საქართველოში;
მასპინძელი: სასტუმრო რადისონ ბლუ ივერია, ივერია გრუპ, რესტორანი შავი ლომი;
ოფიციალური სასმელი: კოკა-კოლა;
საინფორმაციო მხარდაჭერა: „რუსთავი 2“, „არტარეა“, რადიო „ფორტუნა“, სარეკლამო კომპანია „ალმა“; „Georgia Today“, ჟურნალი „ოკ“, „24 საათი“;
ინფორმაციისთვის და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ვებ-გვერდს : TBILISIJAZZ.COM