Eng ქარ
  • სიახლე
  • განცხადებები
  • ჩვენ შესახებ
    • სტრუქტურა
    • სამინისტროს დებულება
    • პრიორიტეტები
    • ვაკანსიები
    • სამართლებრივი აქტები
    • ინსტიტუციები (სსიპ)
    • ფოტოგალერეა
  • საჯარო ინფორმაცია
  • ბმულები
  • კონტაქტი
  • წლიური ანგარიში
სიახლე > ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი "თბილისი 2015"

ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი "თბილისი 2015"

20.10.2015 19 ოქტომბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე თბილისის საკრებულოში ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის „თბილისი 2015“-ის დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოცხადებული კონკურსი ლიტერატურის, ფერწერის, არქიტექტურის, ქანდაკების, სიმღერისა და ფოტოგრაფიის დარგში მოღვაწე შემოქმედთა ინტელექტუალური პოტენციალის გამოსავლენად ჩატარდა. გამარჯვებულები გამოვლინდნენ 8 ნომინაციაში: წლის საუკეთესო პროზაული ნაწარმოები, პოეტური ნაწარმოები, წლის საუკეთესო ესე („ჩემი თბილისი“ - სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის), სიმღერა, ფერწერული ნაწარმოები, ქანდაკება, ფოტო და არქიტექტურული ნაწარმოები.

ნამუშევრები შვიდი წევრისგან შემდგარმა კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა. თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს, ერთჯერად ფულად პრემიასთან ერთად, მოქანდაკე გია ჯაფარიძის მიერ სპეციალურად კონკურსისთვის შექმნილი პრიზი - XII საუკუნის არტეფაქტის - ხოხბის გამოსახულების სტილიზებული ვარიანტი გადაეცა.

იხილეთ ფოტოგალერეა
facebooktwitteryoutube
 

MSY-Banner.png
შემოქმედებითი საქართველო
123.png
   

Events Calendar

Previous monthოქტომბერი 2015Next month
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
28 29 30 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
2 3 4 5 6 7 8

© ყველა უფლება დაცულია

 

ცხელი ხაზი: 1406
info@culture.gov.ge